ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიკულტურა

მადრიდში სერვანტესის ინსტიტუტმა პოეტი დათო მაღრაძე „აღიარების მედლით“ დააჯილდოვა (ვიდეო)

მადრიდში, სერვანტესის ინსტიტუტში პოეტ დათო მაღრაძის შემოქმედებითი საღამო და მისი „ბარაქიანი მიწის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

დავით მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა“ ესპანურ ენაზე 2022 წლის გაზაფხულზე გამოიცა.

მანამდე პოემა ინგლისურ, იტალიურ, შვედურ,რუსულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა.

მადრიდში გამართულ პრეზენტაციაზე ქართული ჰანგები ისმოდა და სტუმრები დავით მაღრაძის შემოქმედებასა და მონატრებულ საქართველოზე საუბრობდნენ.

პოეტს მისთვის მოულოდნელად სერვანტესის ინსტიტუტისგან „აღიარების მედალიც“ გადაეცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close