ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ერთი კაცი დაკარგულად ითვლება (ვიდეო)
მდინარეების ადიდების საფრთხის გამო ევაკუირებულია 1200 ადამიანი
იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.
მე-7 დაღუპული – 69 მამაკაცი Campi Bisenzio-ში (ფლორენცია) სიმინდის ყანის ტერიტორიაზე იპოვეს – რაიონში, რომელიც ამ წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა, 800 ჰა მიწის ფართობი წყალქვეშ მოექცა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი – 84 წლის მამაკაცი პრატოში ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ნაპოვნია მანქანა, რომლითაც იგი სახლში ბრუნდებოდა, თუმცა მისი პატრონის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს.
„ვითარება ჯერაც ძალიან კრიტიკულია. წყლის დონემ დაიწია, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობით ტალახი“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა მრჩეველმა, მონია მონიმ.
„მონტემურლოში, მონტალესა და პრატოში მიმდინარეობს პრევენციული ევაკუაცია მდინარეების – ანიას და ბალონიოს ( Agna e Bagnolo) კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროების გამო, დაახლოებით 1200 ადამიანის. განთავსების პუნქტები გამოყოფილია მუნიციპალურ შენობებსა და სპორტდარბაზებში“, – დაწერა «ტოსკანის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ.
Neonato, genitori e nonni evacuati dai Vigili del Fuoco a Quarrata. Grazie di cuore ai nostri vvf per il loro lavoro importantissimo! pic.twitter.com/6q1Ux9Z3yv
— Eugenio Giani (@EugenioGiani) November 4, 2023
მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ზოგიერთ ადგილას 3 საათსი 200 მმ ნალექი მოვიდა, რაც ყველაზე წვიმიანი ნოემბრის მთელი თვის რაოდენობაა.
„რაც ღამით მოხდა ტოსკანაში, აქვს მკაფიო სახელი: კლიმატის ცვლილება“, – აღნიშნა ჯანიმ X პლატფორმაზე. მანვე გამოაქვეყნა ნარინჯისფერი და ყვითელი საფრთხის რუკა რეგიონების მიხედვით 4 და 5 ნოემბრისთვის.
⚠️⚠️⚠️EMESSA ALLERTA ARANCIONE🟠🟠🟠
Per rischio idraulico e idrogelogico dalle 20 di questa sera fino alle 15 di domani domenica 5 novembre. Massima prudenza, il sistema regionale continua ad essere in stato di allerta. pic.twitter.com/CJMIUE4v4S
— Eugenio Giani (@EugenioGiani) November 4, 2023
იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 5 მილიონი ევრო გამოყო იმ ტერიტორიების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა.
გუშინ, 4 ნოემბერს რეგიონში დაახლოებით 48 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები