მოგზაურობა

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2023 წელს

გზამკვლევი გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ფრენების გამო კომპენსაციის მიღების შესახებ

როგორ მივიღო კომპენსაცია, გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ავიარეისებისთვის? ამ სტატიაში აღვწერ 600 ევრომდე კომპენსაციის მიღების გზებს.

ბევრჯერ შემხვედრია სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მომხმარებლის პესიმიზმი გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ავიარეისების კომპენსაციის შესახებ. ბევრს ჰგონია, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია არაფერს აუნაზღაურებს, ბევრსაც კი ავიაკომპანიიდან მიღებული უარისა თუ სხვადასხვა მიზეზის სჯერა.

საქმე ისაა, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ევროკავშირში, ან ევროპის ქვეყნებში დაფრინავენ, ევროკავშირის რეგულაციებში (EC 261) ექცევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავის მგზავრების უფლებები დაცულია, მათ შორის, ავიარეისის 3 საათზე მეტხანს დაგვიანების, გადადების, ანდაც გაუქმების შემთხვევაში. იგივე წესები ვრცელდება თურქული ავიაკომპანიების მგზავრებზე.

მოკლედ, მიუხედავად ამ რეგულაციებისა, ავიაკომპანიები საკუთარი ინიციატივით იშვიათად იხდიან კომპენსაციას და ბილეთების გადაცვლას ან არასათანადო კლიმატური პირობების მომიზეზებას ცდილობენ.

თუ ასეთ შემთხვევებთან გქონდათ შეხება, ანუ თქვენი რეისი გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტხანს დაიგვიანა და ეს მოხდა უკანასკნელი 6 წლის მანძილზე, აუცილებლად მოითხოვეთ კომპენსაცია სპეციალიზებული კომპანიის – AirHelp-ის მეშვეობით.

როგორ მივიღო კომპენსაცია AirHelp-ის მეშვეობით

AirHelp-ის მეშვეობით კომპენსაციის მოთხოვნა იწყება მარტივი რეგისტრაციით. ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ეტაპი.

მაგალითად, 2023 წლის 6 თებერვალს მივემგზავრებოდი ქუთაისიდან ბერლინში. Wizz Air-ის თვითმფრინავმა ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა დაიგვიანა 9 საათი და 51 წუთი. ხოლო ბერლინში 9 საათი და 6 წუთის დაგვიანებით ჩაფრინდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვცადოთ კომპენსაციის მოთხოვნა.

რეგისტრაცია დაიწყეთ ამ ბმულიდან: https://bit.ly/3Y7MrAp

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.memogzauri.com/

რა შემთხვევაში მიიღებთ კომპენსაციას ავიაკომპანიებისგან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close