გენუაში შტორმის გადაღებისას და სანაპიროსთან ახლოს მისვლის გამო 3 ადამიანი დაშავდა.
ლიგურიაში ძლიერი უამინდობის გამო რესტორანი ჩამოინგრა. ეს არის Golfo Paradiso გენუაში, სანტა მარია ასუნტას ეკლესიასთან.
ჩამოინგრა რესტორან Chiringuito-ს კონსტრუქციის ნაწილიც, რომელიც ბოლიასკოს სანაპიროზე მდებარეობს. არც ერთ და არც მეორე რესტორანში შემთვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ძლიერი შტორმის გამო სამოქალაქო დაცვამ კამოლიში, ზღვის პირას გასეირნება აკრძალა. შტორმის პიკი დილის ბოლოს იყო ლიგურიაში და სერიოზულ ზიანი მიაყენა ბევრ ნაგებობას მთელ სანაპიროზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით.
ზღვა პორტოფინოს ცნობილ მოედანზე შეიჭრა, VIP ადგილები დატბორა, კიავარის სანაპიროზე ასევე დატბორილია სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები, ხოლო გენუა ნერვისა და გენუა ვოლტრიში ზღვის ტალღებმა აურელიის სახელმწიფო გზას მიაღწია. რაპალოში სანტა მარგერიტასკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, რადგან სოფელ სან მიკელე დი პაგანასთან ზღვამ მანქანების ტრანზიტს საფრთხე შეუქმნა.
ჩინკვეტერეში ტალღებმა ჯებირები გადალახა და წყალი ვერნაცის ისტორიულ ცენტრში შევიდა, რასაც მთავარი ხეივნის შენობების დატბორვა მოჰყვა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები