ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 ოქტომბერი – 5 ნოემბერი
29 ოქტომბერს მთვარე კლების ფაზაში შევა და 13 ნოემბრის ახალ მთვარემდე დარჩება. ამ პერიოდში თავს შეგახსენებთ ძველი წყენა, დავიწყებული შიშები და წარსული შეცდომები, მაგრამ, ასევე, 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი ინტუიციისა და გამჭრიახობის უპრეცედენტო გამძაფრებას გვპირდება. შეძლებთ ბევრ მოვლენას სრულიად განსხვავებული კუთხით შეხედოთ და ახალი გზები და პერსპექტივები დაინახოთ.
უახლოეს დღეებში ცხოვრების ძირითად სფეროებში თანმიმდევრულად მშვიდი სიტუაცია იქნება, გარდა რამდენიმე პრობლემისა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში (შესაძლოა ეს იყოს წარუმატებელი შესყიდვები ან რაიმე მსგავსი), თუმცა ეს წვრილმანებია, რომელთა გადალახვასაც ადვილად მოახერხებთ და შეძლებთ, მშვიდად გააგრძელოთ სვლა თქვენი მიზნებისკენ. ეს ჰარმონიული პერიოდი თქვენს გარეგნობასა და შინაგან სამყაროზე ზრუნვას დაუთმეთ. ბოლო ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შინაგანი სილამაზე ადამიანის გარეგნობაზეც აისახება.
ეს კვირა მნიშვნელოვანია პარტნიორებთან კავშირების დასამყარებლად და ურთიერთობის მოსაგვარებლად. თუ საყვარელი ადამიანები დახმარებას გთხოვენ, დაეხმარეთ, თუ ეს შესაძლებელია. კვირის დასაწყისში შესაძლოა პროფესიულ სფეროში გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვას, მაგრამ თქვენი მიზანდასახულობა და მონდომება საშუალებას მოგცემთ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. შაბათ-კვირას ეცადეთ, განდევნოთ სევდიანი ფიქრები… მეგობრებთან ერთად წადით კინოში ან მუზეუმში ან კაფეში დასხედით ცოტა ხანს და ფინჯან ყავასთან ერთად უშუალო ურთიერთობით დატკბით.
სასიკეთო დღეები: 31, 4.
არასასიკეთო დღე: 2.
კურო
ამ კვირაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე. კვირის შუა რიცხვებში შეეცადეთ, შეწყვიტოთ ნებისმიერი კამათი, თუ გრძნობთ, რომ ვერ შეძლებთ სწრაფად დაარწმუნოთ თანამოსაუბრე თქვენს სიმართლეში. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა არავითარ შემთხვევაში არ არის თქვენი მოკავშირე ამ ეტაპზე. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში გაგიმართლებთ. პარასკევს სასურველია მინიმუმამდე დაიყვანოთ სამუშაო დატვირთვა, კიდევ უფრო უკეთესია, რომ ადრე დაასრულოთ მუშაობა და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 4.
ტყუპი
ეს კვირა შესანიშნავია პირადი ურთიერთობებისთვის. ვარსკვლავების დადებითი გავლენის, ასევე, თქვენი საღი აზრის წყალობით, ბევრი პრობლემა მოგვარდება, წარუმატებლობა კი წარსულს ჩაბარდება. პირადი ურთიერთობების ახლებურად შეფასებას დაიწყებთ და ყველაფერს გააკეთებთ ჰარმონიის აღსადგენად. აივსებით ოპტიმიზმითა და დიდი ენერგიით, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და მიზანს მიაღწიოთ. ჭკვიან, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყარო და პერსპექტიული პროექტები განახორციელოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 31.
კირჩხიბი
ამ კვირაში, დიდი ალბათობით, ძალიან დატვირთული იქნებით როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული კუთხით, სადაც შესაძლებელია გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. ფინანსური საკითხების მოგვარებასაც შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ, თუ ფარ-ხმალს არ დაყრით და შეუპოვარი იქნებით. სამშაბათს შესაძლოა მცირე ხნით მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ, რომელიც წარმატების მომტანი იქნება. კვირის განმავლობაში ახლობლებმა შეიძლება გარკვეულწილად მოისაკლისონ თქვენი ყურადღება ან თუნდაც იფიქრონ, რომ მათ უგულებელყოფთ. მოგიწევთ ბალანსის პოვნა სამსახურსა და პირად ურთიერთობებს შორის, რათა მოვლენების ამგვარი განვითარება თავიდან აიცილოთ.
სასიკეთო დღეები: 31, 4.
არასასიკეთო დღე: 3.
ეს კვირა ბევრი თქვენგანისთვის საკმაოდ დატვირთული და ემოციებით სავსე იქნება. შეეცადეთ ნებისმიერ ვითარებაში დაიკავოთ საჭირო პოზიცია, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და იაქტიუროთ. დაალაგეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ნუ გადადებთ პროექტების დასრულებას მომავლისთვის, ახლა უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ სამუშაოს. შაბათ-კვირას შეიძლება მოულოდნელად სამსახურში გამოგიძახონ: არ ინერვიულოთ, სამაგიეროდ კარგად გადაგიხდიან. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები. სავარაუდოდ, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით კარგი მიზეზების გამო.
სასიკეთო დღეები: 30, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
ქალწული
ამ კვირაში სიფრთხილე და სიბრძნე თქვენი მთავარი მოკავშირეებია. სიმშვიდე, საღი აზრი და ფხიზელი გათვლა ყველა დაბრკოლების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს, კამათს და დებატებსაც კი. ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ არ დაუშვებთ, რომ გარემოებებმა თქვენზე გავლენა მოახდინონ, არამედ შეძლებთ, რომ მათ თქვენ სასარგებლოდ იმუშაონ. თქვენს შინაგან სამყარომდე არ მიუშვათ ადამიანები, რომლებშიც ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ინტელექტუალურად დატვირთული იყოს: წადით თეატრში, გამოფენაზე, მუზეუმში, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი.
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 5.
სასწორი
მთელი კვირის განმავლობაში ოპტიმიზმს გამოასხივებთ და ამით სხვებსაც მიიზიდავთ. სასურველია არ დათანხმდეთ სარისკო ან ავანტიურულ შემოთავაზებებს, უმჯობესია თავი შეიკავოთ ინოვაციური იდეებისგან. ამ შემთხვევაში ემოციურ უსაფრთხოებას თქვენთვის უმთავრესი მნიშვნელობა ექნება. რაც უფრო კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის, ირგვლივ მყოფების და სიტუაციის მიმართ, უფრო კარგად შეძლებთ ყველა დავალების უმაღლეს დონეზე შესრულებას. კვირის მეორე ნახევარი სახლს და დასვენებას დაუთმეთ. ნუ დაივიწყებთ ნათესავებს, მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი ან შეხვდით მეგობრები და იმხიარულეთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 4.
მორიელი
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და მრავალფეროვანი მოვლენებით. თქვენი ენერგია, ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. გათავისუფლდებით ზედმეტი კავშირებისგან და შეძლებთ დაუკავშირდეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. მიიღებთ ძალიან მომგებიან საქმიან შემოთავაზებას და საგრძნობლად გაზრდით თქვენს შემოსავალს. შეეცადეთ, შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 4
მშვილდოსანი
ამ კვირაში რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველა საქმის შესრულებას დიდი ძალისხმევა და რუდუნება დასჭირდება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეცადეთ, კარიერულ წინსვლაზე იზრუნოთ, ოღონდ პირადი ცხოვრების შეწირვის გარეშე; სამსახურში პრობლემები დროებითია და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაუცველი სფერო იქნება. ოპტიმიზმისა და ენერგიის მოზღვავება დაგეხმარებათ, იმაზე მეტს მიაღწიოთ, ვიდრე მოელოდით და თქვენი ცხოვრების ხარისხი უკეთესობისკენ შეცვალოთ. კვირას ხალხმრავალი და ხმაურიანი ღონისძიების დაგეგმვა ხალისით და ენერგიით აგავსებთ.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ შეიძლება საინტერესო მოვლენები შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, ეს კი, სულ ცოტა, მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად გაგრძნობინებთ თავს. ორშაბათს არ არის მიზანშეწონილი რაიმე სერიოზული შეხვედრების ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების მოწყობა. პარასკევს შეხვდებით შესანიშნავ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელება მოგინდებათ. შაბათ-კვირას შეიძლება მწვავე მოვლენების შუაგულში აღმოჩნდეთ, შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება სულსწრაფად იმოქმედოს, რაც დამაზიანებელია, ამიტომ ჯერ დამშვიდდით, კარგად დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 30.
მერწყული
უმრავლესობისთვის ეს კვირა კარგ ნოტზე იწყება და თქვენი მცდელობები წარმატებული იქნება. ყველაფერი თქვენი გეგმების მიხედვით განხორციელდება და მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. სამსახურში რთულ დავალებებს ძალიან მარტივად გაუმკლავდებით. პირადი ურთიერთობების სფეროში შესაძლებელია ერთ-ერთ ძველ კარგ ნაცნობთან მეგობრობის განახლება. კვირას შეძლებთ, რომ თქვენი საშინაო პრობლემების უმეტესი ნაწილი გადაჭრათ.
სასიკეთო დღეები: 31, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება, თუ სიზარმაცეს დაძლევთ და იაქტიურებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები გელით. სამსახურში გექნებათ უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, შესაძლოა ძალიან მომგებიანი გარიგება დადოთ. შესთავაზეთ ხელმძღვანელობას თქვენი იდეები, გეგმები და პროექტები – ისინი რეალისტურია, მაგრამ მთავარია, როგორ მიიტანთ ადრესატამდე ინფორმაციას. კვირის ბოლოს კარგ ამბავს შეიტყობთ, შესაძლოა ძველი ვალების დაფარვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან გაგახარებთ და გამოსასვლელ დღეებში კარგად დასვენებას შეძლებთ.
სასიკეთო დღეები: 31, 3.
არასასიკეთო დღე: 4.
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: რას უწოდებენ „ანგელოზის რიცხვებს“ და რაზე მიგვანიშნებენ ისინი?
რას უწოდებენ „ანგელოზის რიცხვებს“ და რაზე მიგვანიშნებენ ისინი?
კომენტარები