საზოგადოებასაქართველო

The Voice-ის კონკურსანტი ანი ნოზაძე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომ­ღე­რა­ლი ანი ნო­ზა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ციას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მეგობრები და ახ­ლობ­ლები ავრცელებენ.

ანი The Voice 2022-ის კონ­კურ­სან­ტი იყო.

ანი The Voice-ში ე.წ. რინ­გის ტუ­რის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და. იგი იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დიაგნოზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მოათავსეს.

ანი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დეგ კი სა­ზღვარ­გა­რეთ, ვენაში აგრძელებდა მკურნალობას.

მომღერალი სა­ზღვარ­გა­რეთ გარდაიცვალა. იგი 21 წლის იყო. როგორც „ფორტუნას“ ანი ნოზაძის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილს საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ჩამოასვენებენ.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close