მსოფლიოარტისტი

ესპანეთის პროკურატურამ მომღერალ შაკირას გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი წაუყენა

ესპანეთის პროკურატურამ დაასრულა გამოძიება მომღერალ შაკირას ბრალეულობასთან დაკავშირებით და მას 6,7 მლნ ევროს გადასახადების გადაუხდელობაში დასდო ბრალი. 

ეს უკვე მეორე სარჩელია, რომელიც ესპანეთის პროკურატურამ მომღერლის წინააღმდეგ შეიტანა. ანალოგიური ბრალდებით.   

გამოძიება შაკირას წინააღმდეგ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო – კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ მომღერალს სანქციები დაუწესა.

საქმე ეხება შაკირას 2018 წლის შემოსავლებიდან საშემოსავლო და ქონების გადასახადს.

ბარსელონის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, შაკირამ გადასახადებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქვეყანაში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის სახელი გამოიყენა.

ბრალის წარდგენის შესახებ მომღერალი უკვე ინფორმირებულია.

ადრე ანალოგიური ბრალდების მიზნით სასამართლომ ბრალი წაუყენა მომღერალს 2012, 2013 და 2014 წლებში მიღებული შემოსავლებიდან 14 მლნ ევროს საგადასახადო ვალდებულებების დამალვა.

ბრალდების ვერსიით. ამ დროის უმეტესი ნაწილი მომღერალმა ესპანეთში გაატარა, სადაც თავის ქმართან (ამჟამად ყოფილი), ჟერარ პიკესთან ერთად ცხოვრობდა. ამიტომ ესპანეთის სამეფოს გადასახადები უნდა გადაუხადოს. შაკირას დამცველები კი ამტკიცებენ, რომ იგი ესპანეთში მხოლოდ 2015 წელს ჩავიდა საცხოვრებლად, მანამდე კი გადასახადების გადამხდელი რეზიდენტი ბაჰამის კუნძულებზე იყო.

ამ პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წელს დაიწყო, ხოლო სასამართლო განხილვა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დაიწყება.

რაც შეეხება მეორე, ახალ ბრალდებას, შაკირას იურისტები ირწმუნებიან, რომ მომღერალი „ყოველთვის კანონის შესაბამისად და საუკეთესო ფინანსური კონსულტანტების რჩევის მიხედვით მოქმედებდა“. მათივე თქმით, იგი „მშვიდადაა და დარწმუნებულია, რომ საქმე მის სასიკეთოდ დასრულდება“.

ამჟამად შაკირა აშშ-ში, მაიამიში ცხოვრობს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close