ვიდეოსაბერძნეთი

საბერძნეთი: შემზარავი წყლის ქარბორბალა ევიაზე – უნიკალური მოვლენა თვითმხილველმა გადაიღო (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ ევიასთან (ევბეა) ახლოს, ზღვაში შემზარავი წყლის ქარბორბალა შენიშნეს. თავისი ზომის გამო უნიკალური ეს მოვლენა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სპიროს სორიპსოსმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

წყლის ქარბორბალა – ჰაერის და წყლის გრიგალია, რომელიც წყლის დიდ ზედაპირზე წარმოიქმნება და ფორმით ძაბრის მსგავსია. თავისი ბუნებით ის ჩვეულებრივ ტორნადოს ჰგავს, შესაძლოა წარმოიქმნას წყლის ზედაპირზე ჩვეულებრივი ქარბორბალას გავლისას. უფრო ხშირად ტროპიკულ სივრცეებში გვხვდება. კლასიკური ქარბორბალასგან განსხვავებით წყლის ქარბორბალა 15-30 წუთის განმავლობაში არსებობს, დიამეტრით გაცილებით პატარაა (5-დან 200 მეტრამდე), მისი მოძრაობის და ბრუნვის სიჩქარეც 2-3-ჯერ ნაკლებია.

წყლის ქარბორბალა საკმაოდ ხშირად გვხვდება საბერძნეთის სანაპიროსთან.

ოთხშაბათს კუნძულ ევიას (და საბერძნეთის ცენტრალურ რაიონებს) ციკლონი „ელიასი“ დაატყდა თავს, რომელმაც ნგრევა და წყალდიდობები გამოიწვია რამდენიმე სოფელსა და საკურორტო ადგილებში.

ისევ ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა ქალაქ ვოლოსში, სადაც წყლის დონემ ძალიან აიწია და სახლების პირველ სართულებამდე მიაღწია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close