იტალიასაზოგადოება

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი და ელჭექი – 24 სექტემბერს იტალიაში ზოგ რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

იტალიას ხვალ, ადრე დილიდანვე ძლიერი უამინდობა დაატყდება თავს – კერძოდ, კოკისპირული წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი და ხშირი ელჭექი მოსალოდნელია მარკეში, აბრუცოში, მოლიზეში, განსაკუთრებით – ადრიატიკის სექტორებში, აგრეთვე, აპულიაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ სექტორებში.

ამის შესახებ მეტეოროლოგიურ გაფრთხილებას სამოქალაქო დაცვის სამსახური ავრცელებს.

ყვითელი საფრთხე გამოცხადებულია ემილია-რომანიის და მარკეს ზოგიერთ ნაწილში, აბრუცოს, მოლიზეს, კამპანიის და აპულიის მთელ ტერიტორიაზე და ბაზილიკატის ნაწილში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close