ვიდეოისტორიასაქართველო

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი (ვიდეო)

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციასშ ორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში იმუშაონ.

885-კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი – ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ დღემდე უცნობი ამბებიც აღმოჩნდა. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვატიკანის არქივები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ინახავს.

მკვლევრების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც სწორედ ვატიკანშია დაცული, შესაძლოა ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათიც აღმოჩნდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close