ტექნოლოგიები

შექმენით თქვენი ექსკლუზიური ღიმილაკები – GOOGLE-მა ემოჯების კომბინირების სერვისი აამუშავა

Google-მა ახალი სერვისი – Emoji Kitchen აამოქმედა, რომელიც მომხმარებელს ემოჯების კომბინირების და ღიმილაკების საკუთარი ვერსიების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ ორი სმაილიკი ერთმანეთთან დააკავშიროთ და სრულიად ახალი, ორიგინალური სმაილიკები მიიღოთ, გამორჩეული მახასიათებლებით.

ახალ ფუნქციას Emoji Kitchen ჰქვია – ეს არის ერთგვარი სამზარეულო საკუთარი ემოჯის შესაქმნელად. ახლა  შეგიძლიათ შეაჯვაროთ ბედნიერი ღიმილიანი სახე და პანდა, უცხოპლანეტელები და გატეხილი გული, გოგრა კოვბოის ქუდით და ყვავილების თაიგული, ან შეეცადოთ, ავტომატურად შექმნათ ახალი ღიმილაკი ღილაკზე „შემთხვევითი შეკვეთა“ დაჭერით. უამრავი ვარიანტი არსებობს და მარტივად შეგიძლიათ ექსკლუზიური ღიმილაკის მომხმარებელი გახდეთ.

ფუნქციის გამოყენებისთვის ბრაუზერის საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ Emoji Kitchen, შემდეგ დააჭერთ ღილაკს „მოამზადეთ“ (get cooking) და დაინახავთ პანელს ხელმისაწვდომი ემოჯებით, რომელთაგანაც ორის არჩევას შეძლებთ. არჩეული ღიმილაკები ერთიანდება და ახალ ემოჯის იღებთ.

„საავტორო“ ემოჯის გამოყენება მისი დაკოპირების შემდეგ არის შესაძლებელი – დააკოპირეთ და ჩასვით ის, როგორც სურათი მესენჯერში.

მანანა ბანძელაძე

p. s. ჩვენ ვცადეთ და მარწყვის და ჩიტუნას გაერთიანებით ეს საყვარელი ჩიტმარწყვა თუ მარწყვჩიტა მივიღეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close