ლიტერატურა/წიგნებისაქართველო

პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

19 სექტემბერს „შატო მუხრანში“ ლიტერატურული პრემია „საბას“ საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ჟიურიმ გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოავლინა. 4 ნომინაციაში, მათ შორის, ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“, პრემია ორ ავტორს გადაეცა.

„საბას“ გამარჯვებულები 2023 წელს:

წლის საუკეთესო რომანი:

ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ ( გამომცემლობა „ინტელექტი“)

მკითხველის „საბა“:

გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა:

ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (გამომცემლობა „კალმოსანი“)

დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ ( გამომცემლობა „ზიარი“)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:

დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ ( გამომცემლობა „არტანუჯი“)

„საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ (პრემია გაიცა გაიცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ თანამშრომლობით):

ელზა გურგენიძე, „ზაოდი“

ლევან ბერძენიშვილი, „ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“

„თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის” ლიტერატურული პრემია „საბას” სპეციალური ჯილდო ნატა ლომოურმა მიიღო.

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა“ მთარგმნელ ელზა ახვლედიანს გადაეცა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“  2002 წლიდან გაიცემა. მისი დამფუძნებლები არიან „თიბისი“ ბანკი და რატი ამაღლობელი. „საბას“ ავტორიტეტული ჟიური განიხილავს წინა წელს წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოებების ქართულ თარგმანებს, ასევე, ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, „თიბისი” ბანკი ფულად პრემიასაც გადასცემს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close