მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ევროპელმა ექსპერტებმა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს

გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ევროპელმა ექსპერტებმა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს. თორმეტმა ექსპერტმა, რომლებიც ევროკავშირის ყველაზე გავლენიან წევრებად ითვლებიან, კავშირის სტრუქტურული რეფორმის გეგმა წარადგინა, რათა გაერთიანება მზად იყოს, მომავალში ახალი სახელმწიფოები მიიღოს.

გეგმას მხარს უჭერენ პარიზი და ბერლინი, ექსპერტების მთავარი წინადადება არის „ოთხსიჩქარიანი ევროპის“ კონსოლიდაცია – ევროპული სახელმწიფოების ოთხ ჯგუფად დაყოფა ინტეგრაციის დონისა და სურვილის მიხედვით. საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების „შინაგან წრეზე“, რომელთაც აქვთ ინტეგრაციის უმაღლესი დონე; ამას მოჰყვება ევროკავშირის ყველა წევრი; მესამე დონეზე განიხილებიან გაერთიანების ასოცირებული წევრები; ხოლო მეოთხე დონე შედგება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების წევრებისგან.

ექსპერტები ასევე მოიაზრებენ რადიკალურ რეფორმებს ევროკავშირის სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის, კერძოდ, ევროკომისრებისა და ევროპარლამენტის წევრების რაოდენობის შემცირებას, ასევე ეროვნული ვეტოს უფლების გაუქმებას და ევროკავშირის საბჭოში, ერთსულოვნების ნაცვლად, უმრავლესობის კენჭისყრაზე გადასვლას. ექსპერტების წინადადება მოიცავს კონფლიქტების გადაწყვეტის პრინციპებსაც.

„უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზეზების გამო ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტის მქონე ქვეყნები ვერ გაწევრიანდებიან ევროკავშირში. იგივე ეხება ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული კონფლიქტი სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, თუ კარგად წარიმართება, გაწევრიანების პროცესი შეიძლება იყოს დაძაბულობის განმუხტვისა და კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამიტომ უნდა განიხილებოდეს ამ კუთხით. ქვეყნების გაწევრიანება, რომლებსაც აქვთ სადავო ტერიტორიები ევროკავშირის გარეთ მყოფ ქვეყანასთან, უნდა შეიცავდეს პუნქტს იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორიები ევროკავშირში გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ მაცხოვრებლებს ამის სურვილი ექნებათ“, – აღნიშნულია პროექტში.

გივი ბარამიძე

1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close