ვიდეოსაქართველო

კახეთში 20-წუთიანმა სეტყვამ დასაკრეფი ვენახები გაანადგურა – რომელი სოფლები დაზარალდა (ვიდეო)

ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 20-წუთიანმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. დაისეტყვა სოფლები: შილდა, გრემი, საბუე და ალმატი, აგრეთვე, ლაგოდეხის და თელავის რამდენიმე სოფელი.

ადგილობრივების თქმით, განადგურებულია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის, ვენახების ნაწილი.

ჯერჯერობით უცნობია, სტიქიის შედეგად რა მასშტაბის ზარალი მიადგა ყვარლის რაიონს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close