ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 სექტემბერი

ეს კვირა უპრობლემოდ და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაივლის. ბევრი ადამიანი უცებ მიხვდება, რომ მათი ცხოვრების ტემპი უკვე შესამჩნევად შენელდა, რაც შემოდგომისთვის ჩვეულებრივი ამბავია. უახლოეს დღეებში ყველა ღონისძიება საკმაოდ ერთფეროვანი იქნება. პრიორიტეტი იქნება ოჯახური დასვენება, ასევე ნებისმიერი სახის კულტურულ ღონისძიებებზე წასვლა. მათ, ვინც კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს, მნიშვნელოვანი სიახლე არ ელოდებათ, რადგან ჯერჯერობით არ შექმნილა ობიექტური წინაპირობები მათი თამამი მიზნების და იმედების რეალიზაციისთვის.

დედამიწის თანამგზავრი 16-დან 28 სექტემბრამდე მზარდ ფაზაში იქნება. ეს დრო გამორჩეული იქნება სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითი ენერგიით, მაგრამ 2023 წლის 18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი გვაფრთხილებს, რომ მთვარის ზრდამ შესაძლოა არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი პროცესებიც გამოიწვიოს და გააძლიეროს. ამრიგად, ძველი წყენა და დიდი ხნის დავიწყებული შიშები შეიძლება დაგიბრუნდეთ, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც, მაგრამ არ ინერვიულოთ – ვარსკვლავები გეტყვიან, როგორ გაუმკლავდეთ მთვარის გავლენას და გარემოებები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ, დაელოდეთ კარგ სიახლეებს და საინტერესო მოვლენებს. დიდი ალბათობით, წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, არ მოგიწევთ სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ხუთშაბათს მნიშვნელოვანი საქმეები ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თქვენი ენთუზიაზმი და მღელვარება მთელი კვირის განმავლობაში ამაღლებულ განწყობას შეგინარჩუნებთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს, მათ თქვენი რჩევები სჭირდებათ. მარტოხელებმა შესაძლოა ახალი რომანტიკული ურთიერთობები დაიწყონ.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

ამ კვირაში რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ საკუთარ სარგებელზე, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგები. ვარსკვლავების გავლენის შედეგად, ბევრად გაგიადვილდებათ თქვენი მიზნების მიღწევაზე ფოკუსირება. შეამჩნევთ ბევრ ცვლილებას როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ დონეზე. ეს ცვლილებები უმეტეს შემთხვევაში დადებითი იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დიდ სიღრმეს და მნიშვნელობას შეიძენს. შეგიძლიათ დაეხმაროთ ახლო მეგობრებს რთულ სიტუაციაში. შეეცადეთ შაბათ-კვირა რომანტიკულ გარემოში გაატაროთ, სასურველია ქალაქგარეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ეს კვირა კარგი პერიოდია ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან ერთად მოკლე მოგზაურობაში წასასვლელად, პიკნიკის მოსაწყობად, გასართობი ადგილების მოსანახულებლად. შეეცადეთ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, რადგან ასეთი შესაძლებლობები ხშირად არ გექნებათ. წინ ახალი სიმაღლეები გელით და კარგი დასვენების შემდეგ მათი დაპყრობა ბევრად გაგიადვილდებათ. მთავარია განსაზღვროთ, რის მიღწევა გსურთ ცხოვრებაში. შეეცადეთ, უფრო მეტად პოზიტიური იყოთ და დაინახავთ, როგორ იცვლება უკეთესობისკენ სამყარო თქვენი აღქმით.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა საჭირო კონტაქტების, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებაში დაგეხმარებათ. თქვენი ყველა იდეა არ განხორციელდება, მაგრამ ზოგადად წარმატებას მიაღწევთ. გაუფრთხილდით თქვენს საყვარელ ადამიანებთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობას. შეხედეთ სამყაროს რეალისტურად და ოჯახურ პრობლემებს უფრო ადვილად მოაგვარებთ. მარტოხელებისთვის ახალი საინტერესო მოვლენებისა და რომანტიკული ურთიერთობების ნიშნები იკვეთება.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ლომი

ამ კვირაში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გექნებათ სამსახურში, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ, რაც მომავალში მნიშვნელოვნად დააჩქარებს თქვენს კარიერულ ზრდას და გააუმჯობესებს თქვენს პერსპექტივებს, მაგრამ შეეცადეთ, დაღლილობა ოჯახურ ურთიერთობებზე არ აისახოს, მეუღლეს და შვილებს ყურადღება არ მოაკლოთ. კვირის ბოლოს რაც არ უნდა წამოიწყოთ, აუცილებლად გამოგივათ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი გეგმების განხორციელებას დაიწყებთ. შაბათს კარგ ამბებს დაელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ქალწული

კვირის დასაწყისში შესაძლოა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიიღოთ, ამიტომ ეცადეთ, უფრო ფრთხილად იყოთ. პრობლემის მოგვარებამდე სასურველია მეგობრებთან კონსულტაციები, შეეცადეთ, არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდეთ და ყველაფერი მოგვარდება. სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ, თქვენი გეგმები არავის გაუზიაროთ. საქმეში წარმატება თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, ვარსკვლავები დადებითი ენერგიით აგავსებენ და მზად იქნებით, მთები გადადგათ. განსაკუთრებით ხელსაყრელია სამეცნიერო და შემოქმედებითი მუშაობა. შაბათ-კვირას საშუალება გექნებათ, მშვიდ გარემოში კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 

სასწორი

ეს კვირა შინაგანი თავისუფლების განცდას მოგიტანთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე თქვენი საყვარელი ადამიანები და კოლეგები დაგეხმარებიან. ასევე შეიძლება, რომ ძალიან კარგი რჩევა მიიღოთ ახალგაცნობილი ადამიანისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს. თუ ყველაფერი გადაწყვეტილი და გააზრებული გაქვთ, მაშინ ეს კვირა ხელსაყრელია სამსახურის შესაცვლელად. უბრალოდ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ აიღებთ, ძალიან დაიტვირთებით. შაბათ-კვირას შეიძლება გქონდეთ არჩევანის პრობლემა კარგი თანხის შოვნასა და გართობას შორის – თქვენი გადასაწყვეტია!

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

ამ კვირის პირველი ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე მეორე, ამიტომ უმჯობესია, ყველაფერი მნიშვნელოვანი კვირის დასაწყისში დაგეგმოთ. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ახალი შთაბეჭდილებებით გამდიდრებისთვის. არ არის გამორიცხული, ბევრმა თქვენგანმა შინაგანი დაძაბულობა იგრძნოს და ირგვლივ მყოფებთან კონტაქტს მოერიდოს. შეეცადეთ, ეს მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ პრობლემებს, ყველაფერი აკონტროლეთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ, რადგან მათი გადადება მომავლისთვის შეუძლებელია. სურვილი გექნებათ, ყველაფერს თავი დაანებოთ, რათა ამ დაძაბულობას თავი დააღწიოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. კარგი თანხის გამომუშავება შეგიძლიათ. მოითმინეთ, დათმეთ წვრილმანები და წარმატება გარანტირებული გექნებათ! ის, ვინც ქონებრივი საკითხების მოგვარებას გადაწყვეტს, შესაძლოა გარკვეულ დაბრკოლებებს წააწყდეს, მაგრამ არც ნერვიულობაა საჭირო, რადგან კარგად დაფიქრების შემთხვევაში მათ ადვილად გადალახავთ. შაბათ-კვირას ახალი საქმეები არ დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თხის რქა

ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ხელს გიშლით, რომ მშვიდად იცხოვროთ, ამ კვირაში, დიდი ალბათობით, მოგვარდება, რაც კარგ განწყობას შეგიქმნით. ახლა ბევრი საინტერესო იდეა გექნებათ. ყველაფერი თქვენს ხელში იქნება და „ღიღინ-ღიღინით“ გაუმკლავდებით დაგროვილ პატარა საქმეებს. ხუთშაბათი კარგი დღეა ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით ნაყოფიერია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. პარასკევს, სანამ პირად ცხოვრებაში რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით და არსებულ ვითარებას რეალურად შეხედეთ. თქვენი კარგი განწყობით გვერდით მყოფებსაც გაუხალისებთ ცხოვრებას და გაახარებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მერწყული

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, არ დაზოგოთ დრო საკუთარი თავისთვის. ამ კვირაში თქვენი სერიოზული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამსახურის საქმეების მიმართ შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა ძალიან საინტერესო და მომგებიანი შემოთავაზება მიიღოთ, რაც გარშემო მყოფების თვალში თქვენს რეპუტაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. ხელსაყრელი მომენტი დგება კონკრეტული ქმედებებისთვის, საპასუხისმგებლო ნაბიჯებისა და სხვა იღბლიანი წამოწყებისთვის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს, ამიტომ, თუ შესაძლებელია, დაუყოვნებლივ გადადეთ ის სხვა დღისთვის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და დატკბით წარმატებული შედეგით.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

ამ კვირაში ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაც გაგიჭირდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერს ადვილად მოაგვარებთ, თუ სიმშვიდეს გამოიჩენთ და ყურადღება არ გაგეფანტებათ. ხუთშაბათს შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შესანიშნავ პერსპექტივებს გაგიხსნით. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონიაა. ბავშვები თავიანთი წარმატებებით და საინტერესო ჩანაფიქრებით გაგახარებენ. მარტოხელა თევზებს კვირის ბოლოს რომანტიკული ნაცნობობა ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც აშშ-ში ცხოვრებას იდეალურად ერგებიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close