fbpx
ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, როლებიც აშშ-ში ცხოვრებას იდეალურად ერგებიან

ამერიკა დიდი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, შესაბამისად, არ იქნებოდა მიზანშეწონილი გვესაუბრა საერთოამერიკულ მენტალიტეტზე მისი ყველაზე ცნობილი ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, თუმცა ამ უზარმაზარი ქვეყნის რამდენიმე ზოგადი დამახასიათებელი ნიშნის გამოყოფა მაინც შესაძლებელია. შესაბამისად, შეგვიძლია განვიხილოთ, ზოდიაქოს ნიშნების რომელი არქეტიპები შეესაბამება ამერიკული ცხოვრების წესს.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, სახელმწიფოებზე, ისევე როგორც ადამიანებზე, გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშნები, მაგრამ ქვეყნებისთვის ერთი ყველაზე გავლენიანი ზოდიაქოს ნიშნის განსაზღვრის შესახებ მოსაზრებები ხშირად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი ქვეყნის სხვადასხვა მახასიათებელს და მენტალიტეტს შეესაბამება.

ტყუპი

ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი ამერიკული გარემოს მრავალფეროვნებისა და მუდმივი ქმედების ანარეკლია. ტყუპი – ეს არის მუდმივი მოძრაობა, უამრავი ენა და ინფორმაცია, ორგანიზება და შუამავლობა, გარიგებები და ანგარიშსწორებები, კონტაქტები და ურთიერთობები… მრავალეროვან ამერიკაში, სადაც დიდ ქალაქებში ცხოვრება დუღს და გადმოდუღს, კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და აქტიური ტყუპები თავს შესანიშნავად იგრძნობენ, მათთვის იქაური გარემო სახალისო და საინტერესო იქნება.

მერწყული

ინდივიდუალისტი მერწყული სტერეოტიპულ ამერიკულ გარემოში თავს თავისუფლად და მიღებულად იგრძნობს. ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ არავის აქვს უფლება, შეზღუდოს მათი თავისუფლება. მათ იციან თავიანთი უფლებები და ამ უფლებების დაცვისთვის უკან არ დაიხევენ. მათ არ ერიდებათ, გამოთქვან საკუთარი აზრი, გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალიზმი გარეგნული იმიჯით თუ შემოქმედებით და, ასევე, პატივისცემით (ყოველ შემთხვევაში, მშვიდად) იღებენ სხვა ადამიანთა გამოხატულ ინდივიდუალობას. ბუნებით თვითმყოფადი, ექსტრავაგანტული და თავისუფლებისმოყვარე მერწყული ამ კონტექსტში სრულ თანხვედრაშია ამერიკულ ატმოსფეროსთან.

ლომი

ლომს ერთი ამერიკული თავისებურება ახასიათებს – ეს არის სურვილი, იყოს ყოველთვის „ყველაზე მაგარი“. დაგვეთანხმებით, ლიდერობის თემა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიისგან განუყოფელია. გარდა ამისა, ლომი – ეს არის გართობის, სიამოვნების, შემოქმედების და სცენის სექტორი ასტროლოგიაში. აღარაფერს ვამბობთ ამერიკულ მუსიკასა და კინოინდუსტრიაზე… ლომი თავისი ამბიციებით, მრავალმხრივი ნიჭით, წინსწრაფვით და „ვარსკვლავობის“ სურვილით შესანიშნავად შეესატყვისება ამერიკული კულტურის ამ წახნაგს. გარდა ამისა, ლომის სიხალისე, გულითადობა და ოპტიმიზმი, მთლიანობაში, ამერიკელთა მენტალიტეტისთვის არის დამახასიათებელი.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები სადმე, ჰოლივუდში თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც თევზი – წყალში.

სასწორი

დასავლური სოციოკულტურული ნორმები საყვარელი თემაა ტურისტებისთვის, რომლებიც გაოცებულები არიან უცხო ადამიანების „უმიზეზო“ ღიმილით, მათი კეთილგანწყობითა და გარეგნული გულითადობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზოგს ეს ხიბლავს, ზოგს აღიზიანებს. ეს ამერიკული კეთილგანწყობა და „მომარჯვებული“ ღიმილი ძალიან ჰგავს სასწორის ნიშნის ხასიათს, რომელიც ცნობილია თავისი დიპლომატიურობითა და ყველასთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილით. ამერიკელები ძალიან თბილი ხალხია, ისინი მარტივად იცნობენ ახალ ადამიანებს და არ ჩქარობენ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის პირადი პრობლემების თავზე მოხვევას. აქედან გამომდინარე, სასწორები ძალიან მალე ეჩვევიან ამერიკაში ცხოვრებას.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close