მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ბრალი 3 პუნქტით წარუდგინეს – ჰანტერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი 3 პუნქტით წარუდგინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯო ბაიდენის შვილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალურ დოკუმენტებში ცრუ ინფორმაცია შეიტანა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. აშშ-ის ფედერალური კანონის თანახმად, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.

ჰანტერ ბაიდენმა 2023 წლის ივნისში დაიწყო მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც ეხებოდა ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის შესყიდვისას ტყუილს და მის მიერ გადასახადების დაგვიანებით გადახდის ბრალდებებს, თუმცა საპროცესო შეთანხმება ივლისში ჩაიშალა.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ჰანტერ ბაიდენს ბრალდებები მას შემდეგ წაუყენეს, რაც დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა პროკურორმა დევიდ ვეისმა პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

52 წლის ჰანტერ ბაიდენი დონალდ ტრამპს დიდი ხანია მიზანში ჰყავს ამოღებული. ტრამპის იმპიჩმენტის საქმეც სწორედ ჰანტერ ბაიდენზე ინფორმაციის მოპოვების გზებს ეხებოდა. ტრამპი და მისი რესპუბლიკელი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ჰანტერ ბაიდენი უკრაინასა და ჩინეთში გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობებში იყო ჩართული. პრეზიდენტის შვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ლობისტი, ბანკირი და არტისტი.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2017-2018 წლებში 1,5 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close