კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ოჯახის დამხმარე, რომელსაც 500 ათასი ევროს ძვირფასეულობის მოპარვა ედება ბრალად

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ოჯახის დამხმარე 27 წლის ქალი, რომელსაც სეიფის მოპარვაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. დანაშაული 2019 წლის ივლისში მოხდა თესალონიკში. მოპარულ სეიფში 500 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და 8 000 ევრო ნაღდი ფული იყო. ინფორმაციას iefimerida.gr ავრცელებს.

თესალონიკის ქონებრივ დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია ძარცვაში მონაწილე 4 პირის ვინაობა, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ოჯახის დამხმარე 27 წლის ქალის გარდა, რომელიც პატიმრობაში რჩება, საქმის მასალებში ფიგურირებს სამი მამაკაცი (39, 46 და 52 წლისანი), რომლებსაც ქურდობაში ან დანაშაულში თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს, რომ დამნაშავეებმა კვალის დატოვების გარეშე შეაღწიეს თესალონიკის ცენტრში მდებარე ბინაში, გამოიტანეს სეიფი და ავტომანქანით მიიმალნენ ნაძარცვთან ერთად.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე EUROPOL-თან თანამშრომლობის შემდეგ გაიხსნა.

ერთ-ერთი ბრალდებული, 46 წლის მამაკაცი ადრევე დააკავეს და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს შემაკავებელი პირობებით, ხოლო მისმა 2-მა თანამზრახველმა, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, პოლიციის ვარაუდით, საბერძნეთი უკვე დატოვა. მათ წინააღმდეგ დაკავების ევროპული ორდერები გაიცა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close