ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ნუცა ბუზალაძემ ლოს-ანჯელესში აშშ-ის ეროვნული ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე თავის ფეისბუქგვერდზე ახალ ვიდეოს აზიარებს – ნუცამ აშშ-ის ეროვნული ჰიმნი შეასრულა ლოს-ანჯელესში, „დოჯერსის“ და „ვაშინგტონ ნეიშენალის“ ბეისბოლის მატჩის წინ და მსმენელის მოწონება დაიმსახურა.

ნუცას მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა ქართველებისგან, ძირითადად, დადებითი, მოწონების და აღფრთოვანების გამომხატველი, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ნუცას შესრულებას რომ წუნი დასდეს და ისეთებიც, ამ რამდენიმე ხნის წინათ რუსეთში მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე ჩასვლა და სიმღერა რომ გაუხსენეს ღვარძლიანად (უმეტესად ანონიმები).

ნუცა კი ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ აქცევს და ცდილობს, თავდაუზოგავი შრომით წინ იაროს თავისი მიზნების მისაღწევად.

წარმატებები ვუსურვოთ!

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close