მსოფლიოსაზოგადოება

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ტელეარხ Al Arabiya-ს ეთერში მაროკოს სამეფოს წარმომადგენელმა მუსტაფა პაიტასმა დაადასტურა. 2501 ადამიანი კი დაშავდა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მთებში მდებარე სოფლებში გადარჩენილთა ძებნისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რადგან ეს ადგილები მიუდგომელია და თანაც სამაშველო ბრიგადები საკმარისი არ არის.

8 სექტემბერს საღამოს, დაახ. 23:30 სთ-ზე მაროკოში 7 მაგნიტუდამდე მიწისძვრა მოხდა, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 72 კილომეტრში მდებარეობდა. სპეციალისტების თქმით, ეს მიწისძვრა ყველაზე დამანგრეველი იყო ბოლო 100 წლის განმავლობაში.

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების პრობლემაა. მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებსა და მეჩეთებს.

გუშინ აფთერშოკები დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. მათგან ყველაზე მძლავრი 4,5 მაგნიტუდის იყო და ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, 77 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.

მაროკოს სამეფოს წარმომადგენლის, მუსტაფა პაიტასის თქმით, მთავრობა 2 დღის განმავლობაში გამოაცხადებს ქვეყნის დაზარალებული რაიონების აღდგენის გეგმას. ამჟამად სამეფოს ხელისუფლება ცდილობს, დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close