ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაა!
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა საბოლოო, ტოპ-30 ფეხბურთელთა სიაშია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა.
იგი 42 წლის შემდეგ პირველი ქართველია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის.
ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის იგი ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და სხვები. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში არ არის რონალდუ.
2023 წელს „ოქროს ბურთის” ნომინანტები არიან:
Nominated for the 2023 Ballon d’Or
Khvicha Kvaratskhelia @sscnapoli @GeorgiaGff #ballondor pic.twitter.com/636W1kQOmw
— Ballon d’Or #ballondor (@ballondor) September 6, 2023
„ოქროს ბურთის” გამარჯვებულს 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოაცხადებენ.
„ფრანს ფუტბოლი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან აჯილდოებს. „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენ გამოკითხვაში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სპორტული გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობენ.
დღეისთვის „ოქროს ბურთი“ ყველაზე პოპულარული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოა.
ის ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ, ლეო მესის აქვს მოგებული.
„ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები 1980-იან წლებში შეიყვანა, როდესაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების თასი აიღო. მაშინ მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა დავით ყიფიანი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები