იტალიაკულტურასაქართველო

იტალია: პომპეის არქეოლოგიურ პარკში ვაზის ქართული ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახი გაშენდება

2 სექტემბერს პომპეის არქეოლოგიურ პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა,  სახელწოდებით „ანტიკური პომპეის ყოფა-ცხოვრებისა და ღვინის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და ქართული და იტალიური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაც მოეწყო.

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პომპეის არქეოლოგიურ პარკში ქართული ვაზის ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახის გაშენების მიზნით, პარკის ადმინისტრაციას შესაბამისი ნერგები გადაეცა.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო კავშირებზე და ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. სტუმრებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე,  საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, დავით მაღრაძემ.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, იტალიის სახელმწიფო ინსტიტუციების, სამეცნიერო და ბიზნესწრეების, მედიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სომელიეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია MysteryApple Communication-ი, ხოლო მისი პარტნიორები – პომპეის არქეოლოგიურ პარკი, კამპანიის რეგიონის ადმინისტრაცია, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოში იტალიის საელჩო, იტალიაში საბერძნეთისა და კვიპროსის საელჩოები.

დაგაინტერესებთ: პომპეის მაცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close