როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – 31 აგვისტო-3 სექტემბერი
გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს 29 აგვისტოს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებითაც.
„29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსულმა ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები