ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრისგან დაღუპული 18 მიგრანტის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა (ვიდეო)

საბერნეთში, ევროსში, დადიის ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპული 18 მიგრანტის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების შესახებ ვიდეოს იტალიელი აქტივისტი ნავალ სუფი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თავის პოსტში იგი წერს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული მასალა იმ ადამიანების მობილური ტელეფონებით არის გადაღებული, რომლებიც ხანძარმა იმსხვერპლა. მათ ვიდეო იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ, თავიანთ ახლობლებს და ნათესავებს გაუგზავნეს, სანამ კვამლისგან გაიგუდებოდნენ.

სუფის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდიან მიგრანტები ტყეში, ცეცხლი კი ავის მომასწავებლად უახლოვდებათ. მიგრანტები კვამლში არიან გახვეულები და სუნთქვა უჭირთ, მაგრამ შველა არსაიდან ჩანს, ირგვლივ ყველგან ცეცხლი და კვამლია.

ნავალ სუფი წერს, რომ ვიდეომასალა მას მიგრანტების ოჯახებიდან მიაწოდეს მათი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების რეკონსტრუქციის მიზნით. მიგრანტებმა დაინახეს ცეცხლი მოშორებით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდნენ, რომ სასიკვდილო ხაფანგში აღმოჩნდნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nawal Soufi (@nawal_soufi2)

ტრაგედია ევროსში, დადიის ტყეში მოხდა, თურქეთის საზღვრიდან 38 კილომეტრში მდებარე სოფელთან – მაშველებმა ნახანძრალ ტყეში 18 მიგრანტის დამწვარი ცხედარი გასულ სამშაბათს, 22 აგვისტოს იპოვეს. მათ შორის 10 და 15 წლის ორი ბავშვიც იყო.  ერთი დღით ადრე, ორშაბათს კიდევ ერთი დაღუპული მიგრანტი იპოვეს ლეფკიმის რაიონში, თურქეთის საზღვართან. ევროსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალანდის გიალამასმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, კიდევ უფრო მეტი მიგრანტის ცხედარს აღმოაჩენენ, რადგან ბოლო დღეებში თურქეთიდან საბერძნეთში შესული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა გაზრდილია.

ევროსში ხანძარი უკვე მე-10 დღეა ბობოქრობს და  ცეცხლის კონტროლს  ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ბერძნებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ქარის მიმართულების მოსალოდნელი ცვლა კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს სხვა რაიონებისთვის, რომლებიც ჯერჯერობით ხანძარს გადაურჩა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close