ქართველები უცხოეთშიხელოვნებაარტისტი

ჩვენი ემიგრანტი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ფინალისტია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ფინალშია!

მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივარი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ალბანა ჩაკშირი წერს, რომ მუსიკალურ სამყაროში ახალი ტინა ტერნერი გამოჩნდა.

ნინი და ამ პრესტიჟული კონკურსის კიდევ 3 ფინალისტი მსოფლიო ვარსკვლავებთან – Maroon 5, Kelly Clarkson, და OneRepublic-თან ერთად იმღერებენ.

მომღერალმა თავისი წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში  დაწერა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ნეტა, ჭკუიდან არ შევცდე და რას დავეძებ. რით გადაგიხადოთ მადლობა, რანაირად მოვიქცე, ან რა გითხრათ, არ ვიცი, მეტირება“, – წერს ნინი შერმადინი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close