ჰოროსკოპი

არასდროს გიღალატებენ: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც შეგიძლიათ ენდოთ – ჰოროსკოპი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშნების სამ კატეგორიას (მოდალობას) გამოყოფენ: კარდინალური, ფიქსირებული და  ცვალებადი ნიშნები. ყველა სეზონი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) კარდინალური ნიშნით იწყება და ისინი საკმაოდ აქტიურები, ამბიციურები, ენთუზიაზმით სავსენი, ინიციატორები არიან. ესენია: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა.

ფიქსირებულთა კატეგორიას მიკუთვნებული ზოდიაქოს ნიშნები წლის ცენტრალური ნიშნებია და ისინი ყოველი სეზონის შუალედურ თვეებს აღნიშნავენ. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები საიმედოობით, ერთგულებითა და სტაბილურობით გამოირჩევიან, აქვთ გამჭრიახი გონება და საოცარი მეხსიერება. ესენია: კურო, ლომი, მორიელი და მერწყული.

ცვალებადი (მუტაბელური) ნიშნები კი წელიწადის სეზონების ბოლო თვეებს  შეესაბამებიან. ამ ნიშნების წარმომადგენლები ადვილად ადაპტირებადი, ცვალებადი, ინტუიციური და დიდი თანაგრძნობით გამსჭვალული ადამიანები არიან. ესენია: ტყუპი, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები.

კარდინალური ნიშნებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველ სეზონს ხელმძღვანელობენ, ან ადაპტაციური ცვალებადი ნიშნებისგან, რომლებიც ერთი სეზონიდან მეორეზე გადადიან, ფიქსირებული ნიშნები შუა სეზონს ამაგრებენ და ხშირად მათ განიხილავენ, როგორც უდრეკ ძალას. უფრო ვრცლად სწორედ ფიქსირებულ ნიშნებზე ვისაუბრებთ და პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ  ამ ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყული) ქვეშ დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ამასთან, ისინი ძალიან კრეატიულები არიან  და თუ რამე იდეა გაუჩნდათ, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.

ფიქსირებულ ნიშნებთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპები, რომ ისინი ჯიუტები, მიზანდასახულები არიან, აქვთ საკუთარი მოსაზრებები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

 

კურო  (20 აპრილი – 20 მაისი)

ეს არის ზოდიაქოს პირველი ფიქსირებული ნიშანი, გაზაფხულის შუა ნიშანი და მიწის სტიქიას მიეკუთვნება. კურო, რომელსაც ვენერა მართავს, სილამაზეს და სიუხვეს წარმოადგენს, მათ შორის, ცხოვრებისეულ სიამოვნებებს, როგორიცაა საკვები და ფუფუნების საგნები. ოთხივე ფიქსირებული ნიშნიდან კურო ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალურ სამყაროს. ისინი ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან,  ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად. მიწის სტიქიის წყალობით, ისინი ყველაზე ჯიუტებად ითვლებიან ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის. და კიდევ – უდავოა, რომ მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება,

 

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ეს არის ზაფხულის ფიქსირებული ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ენერგიას უჭერს მხარს. ლომი მართავს ყველაფერს, რაც შინაგანი სამყაროს ნაპერწკლიდან მოდის, მათ შორის, ვნებას, თვითგამოხატვას და შემოქმედებითობას. ისევე როგორც ცეცხლის სტიქია და მზე, რომელიც მათ ნიშანს მართავს, ლომები ძალიან ვნებიანი, ექსპრესიულები არიან და იმიტომ დაბადნენ, რომ,ლიდერები იყვნენ. მათი მნიშვნელოვანი მახასიათებელია კეთილშობილება, ყოველთვის ცდილობენ, რომ დაიცვან ახლობელი, ძვირფასი ადამიანები. ლომების ფიქსირებული ენერგია ურყევ ერთგულებაში ვლინდება.

 

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)             

მორიელი,  შემოდგომის ფიქსირებული ნიშანი, მართავს ყველაფერს, რაც ინტუიციური და ემოციური სფეროდან მოდის, როგორც ეს წყლის სტიქიას შეეფერება. ეს მოიცავს წარმოსახვას, ემოციებს, ცხოვრების ღრმა საიდუმლოებებს და ინტუიციას. ამის გამო მორიელები წინა ორ ფიქსირებულ ნიშანთან შედარებით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მარტოობისა და ინტროსპექციისკენ. მათ აქვთ სამყაროს უნიკალური ხედვა და მიდრეკილნი არიან დაინახონ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. თუ მორიელს აქვს საკუთარი შეხედულება რაიმეს ან ვინმეს შესახებ, მის გადარწმუნებას ნუ შეეცდებით – აზრი არ აქვს.

 

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მერწყული ზამთრის ფიქსირებული ნიშანი და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია. მერწყული მართავს ყველაფერს, რაც გონებიდან მოდის, მათ შორის, იდეებს, პერსპექტივებს, ინოვაციებს, არსებული სტრუქტურების რეორგანიზაციას. იგი პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. მერწყულის ნდობა უპრობლემოდ შეიძლება. მორიელების მსგავსად, მერწყულებს აქვთ ძალიან მტკიცე შეხედულებები და რწმენა და უნარი, გამოხატონ ეს ყველაფერი ისე, რომ მათ მოუსმინონ. ისინი ასევე ძალიან შეუპოვრები არიან. თუ არსებობს საქმე, რომლისაც სჯერათ, დაბრკოლებების მიუხედავად მისთვის  მაინც იბრძოლებენ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close