საზოგადოებასაქართველო

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

დღეს, 11 აგვისტოს შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტექნიკა სტიქიის ზონაში ათ ადგილზე მუშაობს. 

„დილით ორი გითხარით და კიდევ დაემატა ორი ცხედარი, სხეულის ფრაგმენტი. … საკმაოდ დიდი მასივია, სადაც მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 103 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. მაშველების მითითებითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს სამუშაოები“, – თქვა მინისტრმა.

სამაშველო ღონისძიებები მეცხრე დღეა, მიმდინარეობს. მასში  ჩართულნი არიან როგორც პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ისე კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა.

სტიქიის ზონაში მუშაობენ, აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიდევ ცხრა დაკარგულს ეძებენ. 24 დაღუპულიდან 20 ადამიანი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close