ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელზასში, გერმანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარ ქალაქ ვინცენჰაიმში, 3-სართულიან კოტეჯში, სადაც ქალაქ ნანსიდან ჩასული შშმ პირები – მსუბუქი მენტალური ჩამორჩენილობის მქონე ადამიანები ისვენებდნენ, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 11 ადამიანი შეეწირა. 

ხანძრის ადგილზე სწრაფად მივიდა ოთხი სახანძრო მანქანა, ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანა, 76 მეხანძრე-მაშველი და 40 ჟანდარმი, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო შენობის პირველ სართულს, რომ იქ მყოფთაგან მხოლოდ 17-ის ევაკუირება მოხერხდა, არანაკლებ 11 პირი კი ცეცხლმოდებულ შენობაში დარჩა.

ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, როდესაც  შენობაში მყოფ 27-იდან 50 წლამდე ასაკის 28 ადამიანს ჯერ კიდევ ეძინა. პირველ სართულზე მყოფი 12 ადამიანიდან ყველას გამოყვანა შეძლეს მეხანძრე-მაშველებმა, მეორე სართულზე მყოფი 16 ადამიანიდან კი – მხოლოდ 5-ის გამოყვანა მოხერხდა. 11 ადამიანი, სამწუხაროდ, ხანძარს ემსხვერპლა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაჩნდა ცეცხლი. წინასწარი ვარაუდით, ელზასური ტიპის 3-სართულიან ხის კოტეჯში ხანძარი პირველი სართულიდან დაიწყო და სანამ ერთბაშად იფეთქებდა, ცეცხლი ხის მორებზე დიდხანს ღვივდებოდა, თუმცა რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს. გამოძიებას მოუწევს ისიც დაადგინოს, თუ რამდენად იყო დასასვენებელ სახლში დაცული უსაფრთხოების ნორმები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close