მსოფლიო

მყინვარული ტბების „ამოფრქვევა“ – სტიქიური მოვლენა, რომლის პრევენციაც შეუძლებელია

სტატია, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, Scientific American-ზე 2020 წელს გამოქვეყნდა. Scientific American პოპულარული ამერიკული სამეცნიერო ჟურნალია, რომელშიც მისი დაარსებიდან (1845 წ.) დღემდე მეცნიერებაში ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო კვლევების შესახებ ქვეყნდება ინფორმაცია. აქ სტატია გამოუქვეყნებია 200-ზე მეტ ნობელიანტს. Scientific American-ს ვებგვერდის, სოციალური ქსელისა და სხვა არხების მეშვეობით, 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს.

„კლიმატის ცვლილების და მყინვარების დნობის პარალელურად, ალპურ რაიონებში მეტ-ნაკლებად ცნობილი საფრთხე წარმოიქმნება: წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია მყინვარული ტბების ჯებირების გარღვევით. ეს მოვლენა ძალიან სწრაფად ხდება და თითქმის, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თავისუფალ დინებაში უშვებს წყლის ძალიან დიდ რაოდენობას. წყალდიდობის დინების  გზაზე მყოფმა დაუცველმა თემებმა შესაძლოა, სერიოზული ზარალი განიცადონ.

მკვლევრები ეძებენ მეტად ეფექტურ შესაძლებლობებს ამ მოულოდნელი წყალდიდობების პროგნოზირებისთვის და მათი საფრთხის შესამცირებლად.

წარმოიდგინეთ მთელი ტბა, რომელიც ერთბაშად ეშვება მთიდან და თან მოაქვს ყინული და ქვები.

ეს ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებული საფრთხეა მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უფრო ხშირი ხდება. ეს მყინვარული ტბების ე.წ. ამოფრქვევაა, რაც  გლობალური ტემპერატურის მატებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მყინვარების ლღობის შედეგია.

მყინვარების დნობის შედეგად წარმოიქმნება სუსტად შეგუბებული ტბები, რომლებიც შეიძლება ადიდდეს და ჯებირები გაარღვიოს. ამ გზით წარმოქმნილ წყალდიდობას შეუძლია, დასახლებული პუნქტი გაანადგუროს, რომელიც ქვემოთ, მისი დინების მიმართულებით მდებარეობს.

მყინვარის ძირში, ზოგადად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით კი, ჰიმალაის, ანდებისა და შვეიცარიის ალპების მიმდებარედ. კვლევის თანახმად, მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე, 12 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპულ ალპებსა და ისლანდიაში.

ეს მოვლენა ძალიან სწრაფი და არაპროგნოზირებადია. ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხერხდება გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სუსტად შეკრულმა მყინვარულმა ტბამ შესაძლოა, ჯებირები გაარღვიოს.

გააგრძელე კითხვა აქ: kvira.ge/857078

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close