იტალიასაზოგადოება

იტალიაში ყველის თავების ქვეშ მოყოლილი კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა

იტალიელი მეწარმე ჯაკომო კიაპარინი გრანა პადანოს ყველის თავების თაროების ჩამოშლის მსხვერპლი გახდა. რძის პროდუქტების საწარმოში ყველის ერთი თაროს წაქცევამ დომინოს ეფექტი გამოიწვია, ხოლო პროდუქციის – ყველის უამრავი თავის ქვეშ საწარმოს მფლობელი მოყვა. 12-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ L’Eco di Bergamo იუწყება.

ტრაგიკული ინციდენტი ბერგამოს პროვინციაში მოხდა, ყველის საწარმოს საწყობში, სადაც 25 ათასი თავი გრანა პადანოს ტიპის ყველი ინახებოდა. ამ ყველის თითო თავი 40 კილოგრამამდე იწონის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ყველის თაროების ჩამოშლა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ პირველი თარო შესაძლოა ტექნიკური ხარვეზის გამო წაიქცა.

ყველის თაროების ჩამოშლა 2 ათას კვ. მეტრ ფართობზე მოხდა და დომინოს ეფექტი ჰქონდა. როგორც ვარაუდობენ, თაროების ჩამოშლის მომენტში კიაპარინი იმ აპარატის მოსამართად მუშაობდა, რომელიც ყველის ფორმებს ატრიალებს მათ მოსამწიფებლად. იგი წინა საღამოს დაიკარგა და მთელ ღამეს ეძებდნენ.

ყველის საწარმოს, რომელსაც გარდაცვლილი მამაკაცი ფლობდა, სიმძლავრეები 10 ჰექტარზე აქვს განთავსებული, ხოლო მისი სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 100 ჰექტარს აჭარბებს. ყოველწლიურად კომპანია 15 ათასზე მეტ თავ ყველ გრანა პადანოს აწარმოებს – მყარ ნახევრად ცხიმიან ყველს, რომელიც პარმეზანს (იტალ. პარმიჯანო) ჰგავს.

მიმდინარეობს გამოძიება 74 წლის ჯაკომო კიაპარინის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close