კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31 ივლისი – 6 აგვისტო
31 ივლისს მზარდი მთვარის ბოლო დღეა, 1-ელ აგვისტოს უკვე სავსე მთვარე იქნება, შემდეგ კი ჩვენი პლანეტის თანამგზავრი შემცირების ფაზაში შევა. 2023 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის არაერთმნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. მოგიწევთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა, დროის მნიშვნელოვან ნაწილს დაუთმობთ აქტივობებს, რომლებიც დიდ ინტერესს არ იწვევს. ვარსკვლავების რჩევით, ნებისმიერ საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ და კეთილსინდისიერად შეასრულოთ ვალდებულებები, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში გამოიჩინოთ მეტი გაგება, გამოხატოთ მზადყოფნა კომპრომისისთვის, თუმცა საუბრისას ზედმეტად გულწრფელი ნუ იქნებით, გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები განსაკუთრებით აქტიურდებიან და მზად არიან გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
ამ კვირაში სასურველია გაუმკლავდეთ მიმდინარე პრობლემებს, არ დაუშვათ, რომ უსაფუძვლო ეჭვებმა შეგაწუხოთ. შეგიძლიათ ჰარმონიული გარემო შექმნათ თქვენ გარშემო და ირგვლივ მყოფებს სითბო და სიხარული მიანიჭოთ. თქვენი მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, ამ პერიოდში თქვენი საქმიანობა სწორი მიმართულებით წარმართოთ. ოთხშაბათს კომპეტენტური ადამიანის რჩევები გამოგადგებათ. ხუთშაბათს შეეცადეთ, არ გადადოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. პარასკევი წარმატებული დღეა პაემნებისა და ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. შაბათ-კვირას აქტიური დასვენებაა რეკომენდებული.
სასიკეთო დღეები: 31, 3
არასასიკეთო დღე: 6.
კურო
ყურადღებით იყავით, რათა მოტყუების და ინტრიგების მსხვერპლი არ გახდეთ. ეს კვირა კარგი დროა ზღვაზე წასასვლელად, რა თქმა უნდა, დასვენების მიზნით. უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, რათა დაძაბულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სამშაბათს მოულოდნელი შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობის დღე შეიძლება აღმოჩნდეს. უმჯობესია, პარასკევს დაგეგმილი მოგზაურობა და მნიშვნელოვანი საქმეები გადადოთ, თუნდაც მომდევნო კვირისთვის გადაიტანოთ. ზოგიერთი ვარსკვლავის გავლენის გამო შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, რომელთა გადაწყვეტა თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ყველაფრის მიუხედავად შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 31.
ტყუპი
ამ კვირაში ბოლოდროინდელი პრობლემების ქარიშხალი ჩაცხრება, საკითხი, რომელიც გაწუხებთ, თავისთავად და უსაფრთხოდ მოგვარდება. სიხარულითა და ენთუზიაზმით სავსე იქნებით და ახალი შესაძლებლობები არ გამოტოვოთ, არ არის გამორიცხული ახალი სამუშაოს შემოთავაზება, რაც ახალ ჰორიზონტს გამოაჩენს. პარასკევს მნიშვნელოვანი დავალების შესრულებით ხელმძღვანელებისგან განსაკუთრებულ მადლობას დაიმსახურებთ. ოჯახური ცხოვრება კმაყოფილებას და სიხარულს მოგიტანთ, მეგობრები კი პრობლემებით არ შეგაწუხებენ, პირიქით, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დახმარებას გაგიწევენ. კვირა თქვენთვის იღბლიანი და ხალისიანი დღე იქნება.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 3.
ეს კვირა შეიძლება ემოციურად საკმაოდ დაძაბული იყოს, მაგრამ მეგობრები და საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან. სამშაბათს პესიმისტურ განწყობას ნუ დანებდებით, გონებიდან განდევნეთ პირქუში აზრები და ფიქრები. შეეცადეთ, არ დაუშვათ, რომ პრობლემებმა გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე ირგვლივ მყოფებთან და სიტუაცია მალე თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატარეთ, რათა ენერგიით აივსოთ და აქტიური საქმიანობისთვის მოემზადოთ.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ, თუ მნიშვნელოვან ამბებს ერთ-ერთი პირველი გაიგებთ. ბევრი საქმე და პროექტი დამატებით ხარჯებს და ძალისხმევას მოითხოვს. ნუ შეგაშინებთ არასაჭირო ნივთებთან და ძველ პრინციპებთან განშორება, რა თქმა უნდა, თუ ახლის შეძენის შესაძლებლობა გექნებათ. მოერიდეთ ცილისწამებას და საეჭვო ხუმრობებს. ხუთშაბათს მეგობრების დახმარება ძალიან გამოგადგებათ. კვირის ბოლოს უმჯობესია მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ხალხმრავალ ადგილებს გაერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 31.
თქვენს სამსახურში, როგორც ჩანს, თქვენთვის მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი მოვლენები ხდება, ყველა შანსი გაქვთ, გამოირჩეოდეთ, დაგაწინაურონ ან ახალი პრესტიჟული სამუშაო იპოვოთ. ამ დღეებში თქვენი ნაკლოვანებების და შეცდომების გაანალიზებას შეძლებთ, რათა განსაზღვროთ გზა, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, თუმცა სხვისი დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ოთხშაბათს შესაძლოა კოლეგების ინტრიგებს ან ირგვლივ მყოფების არამეგობრულ დამოკიდებულებას შეეჩეხოთ, თუმცა მშვიდად, აუღელვებლად შეხვდით პატარა ადამიანების გამოხტომებს. შაბათს ძვირფას სტუმრებს დაელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 31, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
კვირის დასაწყისში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სირთულეები, მაგრამ ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, რომელსაც ეძებდით. ოთხშაბათს ჰარმონიის და წარმატების შეგრძნება გექნებათ. თქვენში შემოქმედებითი ენერგია გააქტიურდება და მისი გამოყენება შესაძლებელია შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად. პირადი ცხოვრება მშფოთვარე და მრავალფეროვანი იქნება. სამშაბათს და პარასკევს მოსალოდნელია წარმატებული მოგზაურობები და მცირეხნიანი მივლინებები. შაბათ-კვირას თქვენი სახლის ან კოტეჯის მოწყობაზე იზრუნეთ და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს დაელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 1.
მორიელი
დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორი გსურთ იხილოთ უახლოესი მომავალი. შესაძლებელია, ამ კვირაში მოიძებნოს გზა, რომ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებას. ნებისმიერ სფეროში პრობლემებისგან თავის დასაღწევად კარგი გზაა, ფოკუსირება მოახდინოთ მნიშვნელოვან საკითხებზე და შეეცადოთ, მათგან მაქსიმუმი მიიღოთ თქვენთვის და მათთვის, ვისაც აფასებთ. იზრუნეთ დაგროვილი საქმეების შესასრულებლად, დროა საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იმოქმედოთ. თუ უპირატესობას სიყვარულს და კეთილგანწყობას ანიჭებთ, სწორად იქცევით. ამგვარი დამოკიდებულება სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 1, 6.
არასასიკეთო დღე: 31.
მშვილდოსანი
ეს კვირა სავსე იქნება მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით. ღირს, ახალი ცოდნის შეძენაზე იფიქროთ. შესაძლოა საინტერესო ბიზნესწინადადება, გარიგების დადება ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა შემოგთავაზონ. თუ გასულ კვირას რაიმე წარუმატებლობა გქონდათ, ნერვიულობას შეეშვით და ეცადეთ, მიზეზები იპოვოთ, რათა შეცდომები გამოასწოროთ. პარასკევი კარგი დღეა გადამწყვეტი ნაბიჯისთვის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. შაბათი დღე ოჯახს და ბავშვებს დაუთმეთ: მათაც სჭირდებათ ეს და თქვენ – მით უმეტეს.
სასიკეთო დღეები: 2, 6.
არასასიკეთო დღე: 4.
ამ კვირაში მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით, აზრები მოიკრიბეთ და ყურადღება არ გაგეფანტოთ. უნდა აირჩიოთ ცხოვრების ის რიტმი, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია და ენერგიის დანაკარგებს თავიდან აიცილებთ. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, არ გასცეთ ისეთი დაპირებები, რომელთა შესრულებასაც ვერ ახერხებთ. ოთხშაბათს შეეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობებით სარგებლობის შანსი, უბრალოდ, რეალობას ნუ მოსწყდებით და ილუზიებს ნუ შეიქმნით. ახალი სიყვარული, როგორც ჩანს, თქვენი ცხოვრების გამოზომილ მსვლელობას შეაფერხებს და მას მღელვარებით და შთაბეჭდილებებით აავსებს.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
უახლოეს დღეებში შესაძლოა თქვენი გრძნობები გამოცდის წინაშე დადგეს, დიდი ალბათობით, ეს გამოწვეული იქნება იძულებით განშორებით ვინმესთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. სამსახურში წარმატება შესაძლებელია, თუ დროს წვრილმანებზე და კამათზე არ დახარჯავთ. ოჯახური პრობლემების გამო შუა კვირის გეგმები შესაძლოა შეიცვალოს. კვირა ჯობია კომფორტულ გარემოში, ქალაქგარეთ გაატაროთ, მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს. ეს კვირა შესანიშნავია მათთვის, ვინც რომანტიკულ დასვენებას გეგმავს.
სასიკეთო დღეები: 1, 6.
არასასიკეთო დღე: 4.
დგება სერიოზული დრო, რომელიც სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. კვირის ბოლოს კი შეგიძლიათ იფიქროთ შვებულებაზე. ორშაბათს, სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა შეიძლება თქვენი გეგმები შეცვალოს, მაგრამ ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხუთშაბათი წარმატებული იქნება თითქმის ყველა ასპექტში. მით უმეტეს, თუ უცებ და მოულოდნელად არ შეცვლით საკუთარ აზრს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ ოჯახის ინტერესები. შეეცადეთ, შაბათ-კვირას ახლობლებთან ერთად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 31, 3.
არასასიკეთო დღე: 2.
თამთა გურული
კომენტარები