Calciomercato: „ნაპოლი“ კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს
ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება, რაზეც „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თვეების განმავლობაში საუბრობდა.
ქართველ ფეხბურთელს, რომელიც „ნაპოლის“ გუნდს 2022 წლის ივლისში, ზუსტად ერთი წლის წინათ შეუერთდა, კალაბრიულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. კვარამ, როგორც მას შეარქვეს, თავისი თამაშით გუნდზე და, ზოგადად, საფეხბურთო სამყაროზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ „ნაპოლიმ“ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა ახალი კონტრაქტის შეთავაზებით.
ახალი კონტრაქტის ვადა 2028 წლამდე იქნება. მიმდინარეობს მუშაობა მოთამაშის პირობების გაუმჯობესებაზეც – მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ამჟამად კვარაცხელია წელიწადში 1,3 მლნ ევროს იღებს. ახალი შეთანხმებით კი „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს: ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და, წესით, კონტრაქტიც მალე გახანგრძლივდება“, – წერს Calciomercato.
ilnapolista-ს ცნობით, 22 ივლისს დიმარაში საფეხბურთო კლუბ SPAL-თან „ნაპოლის“ ამხანაგური მატჩის დროს კულუარებში ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა (იქვე იყო შუამავალი Zaccardo). გამოცემა წერს, რომ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს საშუალება ექნება, განაგრძოს გაზაფხულზე დაწყებული მოლაპარაკება „ძალიან ძლიერი“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის 2028 წლამდე (2029 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით) გახანგრძლივებაზე და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შეთანხმებას მიაღწევენ, თბილისის „მარგალიტი“ „დაჯავშნილი იქნება „ნაპოლისთვის“, ზემოდან, პრემიერ-ლიგიდან შეტევის წინააღმდეგ [ხვიჩას გადასაბირებლად] და თუ აქამდე არ ჰქონდა ადგილი [ამ შეტევებს], ეს იმიტომაც, რომ ფეხბურთელმა მკაფიოდ გამოხატა სურვილი, ნეაპოლში დარჩეს“, – წერს გამოცემა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები