მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური ფერწერული პორტრეტი ბრიტანეთის ეროვნული გალერეის საჯარო სივრციდან გაქრა

დიდი ბრიტანეთის პორტრეტების ეროვნული გალერეის საჯარო სივრციდან გაქრა შოტლანდიელი მხატვრის, პოლ ემსლის მიერ შესრულებული ქეით მიდლტონის პორტრეტი „მკვდარი თვალებით“. ნახატი საცავში გადაიტანეს. პორტრეტის ნახვა მხოლოდ წინასწარი ჩაწერით არის შესაძლებელი. გალერეის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ქეთრინთან კონსულტაცია არ გაუვლიათ, თუმცა ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მისი თანხმობის გარეშე პორტრეტის საჯარო სივრციდან ამოღებას ვერ გაბედავდნენ.

როდესაც მომავალი დედოფლის პორტრეტი საზოგადოებას წარუდგინეს ათი წლის წინათ, მან მადლობა გადაუხადა მხატვარს და ნამუშევარს „ბრწყინვალე და აბსოლუტურად გასაოცარი“ უწოდა. „ძალიან მომეწონა პორტრეტი. არაჩვეულებრივადაა შესრულებული, ბრწყინვალეა!“ – აღნიშნა მაშინ საკუთარი პორტრეტის პრეზენტაციაზე მისულმა ქეით მიდლტონმა. ნამუშევარი ძალიან მოეწონა თავად პრინც უილიამსაც, თუმცა კრიტიკოსებმა და სოციალურ ქსელებში მას „საშინელი“ უწოდეს.

„წარმოუდგენელია, რომ მისი სამეფო უდიდებულესობის პორტრეტი საჯარო სივრციიდან  მასთან კონსულტაციის გარეშე მოიხსნას. ეს გაუგებარი და მიუღებელი იქნებოდა. ის გალერეის სამეფო მფარველია“, – განუცხადა წყარომ Daily Mail-ს.

გავრცელებული ხმების თანახმად, თავად ქეითი მოხარულიც კია, რომ ნამუშევარი საჯარო სივრცეში აღარ არის გამოფენილი ყველას დასანახავად.

პოლ ემსლის მიერ შესრულებული ქეით მიდლტონის პორტრეტი გალერეაში 2013 წლიდან 2018 წლამდე ეკიდა გამოსაჩენ ადგილას. შემდეგ გალერეა რემონტისთვის დაიხურა და როდესაც ხელახლა გაიხსნა, საჯარო ექსპოზიციაში ქეით მიდლტონის მხოლოდ ორი პორტრეტი დარჩა: ბრიტანელი მხატვრის, ჯეიმი კორეტის ტილო და იტალიური წარმოშობის ფრანგი ფოტოგრაფის, პაოლო როვერსის ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია პრინც უილიამის მეუღლის 40 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად 2022 წელს.

თამთა გურული

 

View this post on Instagram

 

A post shared by MANIFESTO Magazine (@manifestomedia)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close