ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

გამაოგნებელი შემთხვევა – თევზმა ქალს მობილური ტელეფონი წაართვა (ვიდეო)

ფილიპინებზე ქალი თევზმა „გაძარცვა“ – ხელიდან გამოჰგლიჯა მობილური ტელეფონი და შოკში ჩააგდო ისიც და გარშემო მყოფებიც.

დაზარალებული ნავში იმყოფებოდა ლეიტეს პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, ფოტოს იღებდა თავის მეგობართან ერთად, როდესაც ვერცხლისფერი მფრინავი თევზი ამოხტა და ჰაერში დაეტაკა ტელეფონს, რომელიც ქალს ხელი ეჭირა, ხელები კი მუხლებზე ედო. ტელეფონი წყალში ჩავარდა, ფილიპინელ ქალს კი ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისგან.

მომხდარი მეორე მეგობარმა დააფიქსირა, რომელიც ამ დროს ვიდეოს იღებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ამოხტება თევზი ნავში და მთელი სიჩქარით ეჯახება მობილურ ტელეფონს, რომელიც წყალში ვარდება. ქალი გაოგნებულია, ვერ გაუგია, სად გაქრა მისი ტელეფონი. შემდეგ კი ხვდება, რომ მისი მობილური თავხედი თევზის გამო ზღვის ფსკერზე გდია და ნერვიულობას იწყებს.

ქალებმა მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს შკიპერს, რომელმაც ზღვაში ჩაყვინთა გაჯეტის მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა, ყველას გასაოცრად, რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ მობილური ტელეფონი ნაპირზე გამორიყა.

იუთუბზე განთავსებული ვიდეოს ქვეშ სახალისო კომენტარებია, მათ შორის, ასეთიც: „მაგ თევზს აუცილებლად უნდა დაერეკა სწორედ იმ მომენტში, ასე რომ, ნუ დაძრახავთ!“

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close