სპორტი
„ნიუკასლი“ კვარაცხელიაში რეკორდულ თანხას იხდის – რას აპირებს „ნაპოლი“
Daily Mail-ის ინფორმაციით, „ნიუკასლ იუნაიტედი“ მზადაა, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადოს. საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლოა, თანხა 100 მილიონამდე გაიზარდოს.
ჯერჯერობით „ნაპოლის“ ინგლისელებისთვის არ უპასუხია. მართალია, ნეაპოლელებს კვარაცხელიას შენარჩუნება სურთ, მაგრამ თანხა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სიტუაცია შეიცვალოს.
კომენტარები