მსოფლიოკრიმინალი

ნიუ-იორკში 10 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ლონგ აილენდის მახლობლად 10 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში არის ეჭვმიტანილი. 

2010-2011 წლებში ნიუ-იორკიდან 64 კმ-ში, სანაპიროზე 11 ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მსხვერპლთა შორის უმეტესად სექსმუშაკები იყვნენ. დაღუპულთაგან 9 ქალი, ერთი კაცი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის პოლიციის კომისრის, როდნი ჰარისონის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ 13 ივლისს, 20:30 საათზე მანჰეტენში დააკავა. ამ დრომდე პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

NBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილი 59 წლის კაცია, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. ის სანაპიროდან 20 წუთის სავალზე ცხოვრობდა. New York Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილის სახელი რექს ჰერმანია.

CNN-ის ინფორმაციით, ჰერმანს 3 ქალის მკვლელობისთვის 6 მუხლით ბრალდება ემუქრება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close