ვიდეოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ (ვიდეო)

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩზე, თეიმურაზ ლეჟავას  და მის მძღოლზე თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი დაშავებულან.

საქართველოს ელჩმა იაპონიაში ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ უცნობი მამაკაცი ელჩის მანქანის წინ გაჩერდა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო.

თავდამსხმელი მძღოლს უხეშად სწვდა და შემდეგ ხელით მისი მიმართულებითაც გამოიწია, მაშინ როცა ელჩი ინციდენტის ვიდეოს იღებდა.

ლეჟავას თქმით, მამაკაცი ყვიროდა: „რომელი ქვეყნიდან ხართ?“ – შესაბამისად, მან, სავარაუდოდ, იცოდა, რომ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან ჰქონდა საქმე.

ქართველი დიპლომატის თქმით, არ იცის, იყო თუ არა მასზე თავდასხმა მიზანმიმართული, თუმცა ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია.

საელჩოს ავტომობილზე თავდასხმის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს თავად თეიმურაზ ლეჟავა.

„ამ შემთხვევამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ძალადობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნებადართული“, – წერს ელჩი და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება იაპონიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close