საზოგადოებასაქართველო

ნათია თოდუასა და ჰუგოს დუეტი – დედა-შვილის პირველი ცეკვა (ვიდეო)

ამ ზაფხულს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნათია თოდუა საქართველოში იყო ჩამოსული და ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებდა.

თუ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, მომღერალმა მეუღლესთან, დავით ზურაბაშვილთან და შვილთან, ჰუგოსთან ერთად მშვენიერი არდადეგები მოიწყო.

ახლა კი ნათიამ ძალიან თბილი ვიდეო გააზიარა ფეისბუქში – მისი უკვე წამოზრდილი პირმშო, 4 თვის ჰუგო დედას ცეკვაში „პარტნიორობას უწევს“. არაჩვეულებრივი წყვილი ნათიას სიმღერაზე „ Love You Like A Love Song“ (Მიყვარხარ, როგორც სიმღერა სიყვარულზე) ცეკვავს.

„ჩემი და ჩემი შვილის პირველი ცეკვა“, – წერს მომღერალი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Natia Todua (@natiatoduaofficial)

მანამდე კი, 25 ივნისს ნათიამ ფეისბუქში გააზიარა ფოტოები მარმარისის (თურქეთი) ფესტივალიდან, სადაც სცენაზე იგი თავის 3 თვის შვილთან ერთად იღებს მილოცვას ყვავილების თაიგულით. „ჩემთვის სასიამოვნო იყო მარმარისის ფესტივალ mksf_2023-ში მონაწილეობა და Marmaris_amfitiyatro-ს შესანიშნავ სცენაზე ჩემს პატარა ჰუგოსთან ერთად დგომა“, – დაწერა მომღერალმა.

ამავე თემაზე: ნათია თოდუა დედა გახდა – რა მოლოდინები ჰქონდა ოჯახს პატარას დაბადებამდე (ვიდეო)

გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა: „ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ  ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლია“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close