ქართველები უცხოეთშიხელოვნება

29 ივლისიდან ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო კონცერტები გაიმართება

29 ივლისიდან მომდევნო ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში ლევილის მამული ქართველ ხელოვანებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვისაა განკუთვნილი, განსაკუთრებით  – მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის, რომლებისთვისაც თოჯინების თეატრის წარმოდგენები მოეწყობა. მასში სხვადასხვა ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლი და, აგრეთვე, თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალს ანსამბლი „ერისიონი“ დახურავს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ლევილის მამულში ერთმანეთის მიყოლებით 4 შაბათ-კვირის განმავლობაში კონცერტების გამართვა ერთგვარი ექსპერიმენტია, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფესტივალი მომავალი წლიდან ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება.

„ჩვენთვის ეს არის გარკვეული სახის ექსპერიმენტი, რადგან თუ წელს ვიქნებით წარმატებულები, ვნახავთ, რომ ლოჯისტიკურად და შინაარსობრივად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შევძლებთ, რომ მომავალი წლიდან ეს ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ. იგულისხმება, რომ წელს 29 ივლისიდან მომდევნო ოთხი, ერთმანეთის მოყოლებით შაბათ-კვირის განმავლობაში, პირველ რიგში, ჩვენი ემიგრაციისთვის, რომელიც ევროპაში იმყოფება, განსაკუთრებით კი მათი არასრულწლოვანი შვილებისათვის თოჯინების თეატრის არაერთი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება, ასევე ქართული ფოლკლორის, როგორც ქართული მრავალხმიანობის, ასევე ცეკვის ჩვენება. ეს არის გელა ფოცხიშვილის ანსამბლი და „ერისიონი“, რომელიც დახურავს ლევილის მამულში ამ ფესტივალს.

დიდებისათვის არიან მიწვეულები დრამატული თეატრებიც: ნაჩვენები იქნება დმანისის თეატრის დღეს კიდევ აქტუალური სპექტაკლი „ხალდე“ და არა მხოლოდ. ასევე იქნება ქუთაისის კამერული გუნდი, ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი, ქალთა ანსამბლები და „ბასიანი“. ეს არის პირველი წამოწყება, რომ ლევილში ჩვენს გარდასულ წინაპრებს, მათ სულებს დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ და დამოუკიდებლები ვართ და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის დღესაც ვიბრძვით, მათ შორის ჩვენი კულტურით, ცეკვითა და სიმღერით“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მსგავს თემაზე: აჟიოტაჟი ლევილის მამულის გარშემო – როდის, რა, როგორ კეთდება, თუ ვერ (არ) კეთდება მამულში?

ირენ ციციშვილის ფრანგულ-ქართული საგა ნოსტალგიური შტრიხებით – ექსკლუზიური ინტერვიუ ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close