კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს“, – აცხადებენ შსს-ში.

რამდენიმე  მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც თქვა, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close