საზოგადოებასაბერძნეთი

ტრაგედია თესალონიკში – ძმები რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ

ტრაგედია თესალონიკში  – ოჯახმა ერთ დღეს ორი ვაჟი ერთად დაკარგა.

გარდაცვლილები არიან 32 და 38 წლის ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და რამდენიმე ხანში, მდგომარეობის დამძიმების შედეგად დაიღუპა, ხოლო მეორეს ძმის სიკვდილის ამბის გაგებისას, გულის შეტევა განუვითარდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

38 წლის თოდორი ავარიაში ივნისის დასაწყისში მოჰყვა და სხეულის მარჯვენა ნაწილი მძიმედ დაუზიანდა. შემდეგ ფეხზე ოპერაციაც ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო ცენტრში ჰყავდათ, თუმცა, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმმა მის ძმას დაურეკა, რომ ადგილზე მისულიყო. ამბის გაგების შემდეგ, ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვა – 32 წლის მამაკაცს მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა და 6 საათში გარდაიცვალა.

„ძმის სიკვდილი ვერ გადაიტანა, უკიდურესად დიდი ემოციური შოკი მიიღო და მისმა გულმა ვერ გაუძლო“, – თქვა გარდაცვლილების ბიძამ.

როგორც ირკვევა, ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ ბიჭების მამა დარჩა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close