მსოფლიოეკონომიკა

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ესპანეთშია – ევროსტატის მონაცემები

ევროსტატმა ევროკავშირში უმუშევრობის დონის შესახებ 2023 წლის მაისის მონაცემები გამოაქვეყნა.

ევროსტატის თანახმად, მაისში ევროზონაში* უმუშევრობის დონემ სეზონური რყევების შესწორებით 6,5% (11 014 მლნ ადამიანი) შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით სტაბილური მაჩვენებელია და გასული წლის მაისის 6,7%-თან შედარებით 0,2%-ით შემცირდა, ევროკავშირში კი – 5,9% (12 937 უმუშევარი), რაც აპრილთან (6,0%) შედარებით ოდნავ ნაკლებია, ასევე, ო,2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 2022 წლის მაისში ევროკავშირში უმუშევრობა 6,1% იყო.

ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის უმუშევრობა ყველაზე მაღალია ესპანეთში – 12,7%, მას მოსდევს საბერძნეთი – 10,8%, მესამე პოზიციაზეა იტალია – 7,6%. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩეხეთშია – 2,4%.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში მცხოვრები 12 937 ადამიანი მაისში უმუშევარი იყო, მათგან 11 014 ევროზონის* მაცხოვრებელია. ამავე წლის აპრილთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმუშევარი მოქალაქეების რიცხვი 75 000-ით შემცირდა, მათგან 57 ათასით – ევროზონაში. გასული წლის მაისთან შედარებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმუშევარი მოქალაქეების რიცხვი 257 000-ით შემცირდა, ევროზონაში კი – 227 000-ით.

2023 წლის მაისის უმუშევრობის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით:

ესპანეთი  3,007 მლნ – 12,7%
საბერძნეთი 0,506 მლნ – 10,8%
იტალია 1,935 მლნ – 7,6%
ლიეტუვა 0,111 მლნ – 7,2%
შვედეთი 0,410 მლნ – 7,2%
საფრანგეთი 2,163 მლნ – 7,0%
ფინეთი 0,194 მლნ – 6,8%
ხორვატია 0,115 მლნ – 6,5%

პორტუგალია 0,339 მლნ – 6,4%
ესტონეთი 0,046 მლნ – 6,2%
სლოვაკეთი 0,168 მლნ – 6,0%

ბელგია 0,304 მლნ – 5,7%
ლატვია 0,054 მლნ – 5,7%
რუმინეთი 0,447 მლნ – 5,5%
კვიპროსი 0,023 მლნ – 4,9%
დანია 0,153 მლნ – 4,9%
ლუქსემბურგი 0,016 მლნ – 4,9%
ავსტრია 0,218 მლნ – 4,6%
უნგრეთი 0,190 მლნ – 3,9%
ბულგარეთი 0,122 მლნ – 3,9%
ირლანდია 0,103 მლნ – 3,8%
სლოვენია 0,036 მლნ – 3,6%
ნიდერლანდები 0,353 მლნ – 3,5%
გერმანია 1,311 მლნ – 2,9%
მალტა 0,008 მლნ – 2,8%
პოლონეთი 0,472 მლნ – 2,7%
ჩეხეთი 0,129 მლნ – 2,4%

რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებლებს, 2023 წლის მაისში ევროკავშირში 2,696 მილიონი ახალგაზრდა (25 წლამდე) უმუშევარი იყო, მათგან  2,226 მილიონი – ევროზონაში. 2023 წლის მაისში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იყო 13.9% როგორც ევროკავშირში, ისე ევროზონაში და მცირედით (0,1%)-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. შესაბამისად, 2023 წლის აპრილთან შედარებით მაისში 25 წლამდე უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა ევროკავშირში 21 ათასით, ხოლო ევროზონაში 11 ათასით გაიზარდა,
2022 წლის მაისთან შედარებით კი უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობამ ევროკავშირში 65 ათასით, ხოლო ევროზონაში 46 ათასით მოიმატა.

* ევროზონის გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონი ამ დროისთვის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 20 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა პირველადი და ერთადერთი იურიდიული ვალუტა ევროა. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ხორვატია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close