ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 ივლისი

3 ივლისს ცის კაბადონზე სავსე მთვარე გამოჩნდება, რის შემდეგაც დედამიწის თანამგზავრი შემცირების ფაზაში გადავა. აღსანიშნავია, რომ 3-დან 9 ივლისის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს არცერთი ნიშნისთვის არ იქნება ადვილი – გაიზრდება კონფლიქტების რისკი, შესაძლებელია დაავადებებმა იჩინოს თავი და სიცოცხლისუნარიანობის დაგიქვეითდეთ, მაგრამ მთვარის გავლენა  მხოლოდ ნეგატიური როდი ექნება. მცირე უსიამოვნებებთან ერთად ბევრი სასიამოვნო მოვლენაც არის მოსალოდნელი. წარმატებული იქნება მცირეხნიანი მოგზაურობები, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.

 

ვერძი

ამ კვირაში არსებობს დიდი თანხის დახარჯვის რისკი არასაჭირო ნივთებზე, ამიტომ ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით. სამსახურში შეიძლება თქვენი ხელმძღვანელი უკმაყოფილო იყოს თქვენით, მის კრიტიკას მშვიდად შეხვდით, თუნდაც დაუმსახურებელი იყოს. თავშეუკავებლობა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. მალე თავად მიხვდება საკუთარ შეცდომას და ეცდება, დაუმსახურებელი შენიშვნის გამო კომპენსაციის სახით სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ. ოთხშაბათს არ არის რეკომენდებული ისეთი რამის გაკეთება, რაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხუთშაბათს არ დაიშუროთ ძალისხმევა და დრო, რომ ადეკვატურად მოემზადოთ შვებულებისთვის და წინასწარ იფიქროთ მოგზაურობის მარშრუტზე.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კურო

ამ კვირაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით, რაც უახლოეს მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშაბათს ეცადეთ, სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, ხელმძღვანელებს თვალში არ მოხვდეთ. პარასკევს არასასურველია მარტო ყოფნა. მეგობრებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება თქვენთვის და არასასიამოვნო ფიქრებისგან გიხსნით. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ახლობლებთან ერთად ბუნებაში გასვლას მოახერხებთ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ კვირაში დიდი ყოყმანის გარეშე განახორციელეთ თქვენი გეგმები და ოცნებების ასახდენად სერიოზული ნაბიჯები გადადგით. ახლა ამის ყველა შანსი გაქვთ. არსებულმა ვითარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პირად ცხოვრებაში სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. თუ სიტუაცია ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ, ძალიან არ უნდა ინერვიულოთ – მალე ყველაფერი თავისთავად დალაგდება. შეეცადეთ უფრო ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყოთ ახლობლებთან. რასაც გასცემთ,  აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ და სიხარულს და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

უმჯობესია ამ კვირაში დროებით შეაჩეროთ თქვენი კარიერული მისწრაფებები, ნუ ეცდებით საზღვრების გადალახვას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევთ. ეს კვირა ჯობია დასვენებას დაუთმოთ ან იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. კვირის შუა რიცხვებში იგრძნობთ, რომ თითქმის ყველა საქმესა და დავალებას დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. კვირას მეგობრულ რჩევებს მოუსმინეთ, ძალიან დროული იქნება და გამოგადგებათ. ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად, ასევე ნათესავებთან სტუმრობისთვის თუნდაც საკმაოდ შორ მანძილზე, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

კვირის დასაწყისი განსაკუთრებულ წარმატებას არ გპირდებათ, სასურველია საქმიანი აქტივობის ტემპის შემცირება. ყველაფრის ანაზღაურებას მომდევნო დღეებში შეძლებთ, როდესაც ყველა შეზღუდვა და დაბრკოლება უძლური იქნება თქვენი ენერგიის „აფეთქების“ წინაშე. ხუთშაბათს ძალიან ხელსაყრელია ნათესავებთან კონტაქტი,  განსაკუთრებით პირადი, არა ტელეფონით, გამოყავით დრო მათი მოსანახულებლად. პარასკევს ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, თუმცა მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გაუსწოროთ თვალი ახალ გამოწვევებს. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

 ქალწული

ამ კვირაში კარიერაში და პირად ცხოვრებაში წარმატების ალბათობა იზრდება, მაგრამ არ იჩქაროთ და აირჩიეთ დევიზი: „ყველაფერი ან არაფერი“. ჯერ თქვენი უფლებები უნდა დაამტკიცოთ რეალური საქმით. არ დაგავიწყდეთ ხელმძღვანელების იდეების მხარდაჭერა და ნურც კოლეგებისთვის დაზოგავთ სასარგებლო რჩევებს. და დაიმახსოვრეთ: ბევრი არ უნდა იტრაბახოთ, მოკრძალება და თავშეკავება უკეთესია, საქმე თავად ლაპარაკობს თქვენს განსაკუთრებულ უნარებზე. დიდია ძველ მეგობართან შეხვედრის ალბათობა, რომელიც ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეში სწორედ დროულად დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

სასწორი

დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ, წინ იარეთ იმ რიტმით, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღებია. ყველა გადაწყვეტილება თქვენზე იქნება დამოკიდებული. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად, ურთიერთობაში მსუბუქი ირონია, იუმორიც დასაშვებია (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში), ეს მეტი ენთუზიაზმით აგავსებთ და თქვენს შემოქმედებით შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენს. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში, რომლის მიზანია სხვების დახმარება. განსაკუთრებით ყურადღებიანი იყავით პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ. მნიშვნელოვანია, იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავთ. შაბათ-კვირას ბუნებაში დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მორიელი

ამ კვირაში ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, თან მოგებისა და კარიერული ზრდის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ურთიერთგაგებას თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისას, ასევე, საკუთარ გაზრდილ ინტელექტუალურ აქტივობასა და საქმიან გამჭრიახობას. სამშაბათს გამოავლინეთ ემოციები, მაგრამ საკუთარ თავს არ მისცეთ უფლება, სურვილების ასრულებაზე უარი თქვას და უკან დაიხიოს! პირიქით – უფრო იმედიანად გაიხედეთ წინ! ხუთშაბათიდან სავარაუდოა მოგზაურობა ან ჩვეული გარემოს შეცვლა. შაბათს სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

შეეცადეთ, თქვენს ამჟამინდელ სამუშაოზე გაამახვილოთ ყურადღება. თქვენი წარმატება უახლოეს დღეებში ამაზე იქნება დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ ძალიან არ მოგწონთ თქვენი  სამუშაო (მაგალითად, არ არის საკმარისი ადგილი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის), არ იჩქაროთ თქვენი საქმიანი უნარების და რესურსების გამოყენებისთვის ახალი სფეროს ძიება. მალე სიტუაცია შეიცვლება, თქვენს ხელმძღვანელს შეუძლია მნიშვნელოვნად გაგიზარდოთ ხელფასი. ეს კვირა პირად ცხოვრებაში სიმშვიდით გამოირჩევა.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თხის რქა

ამ კვირაში მთელი თქვენი კრეატიულობა გამოიყენეთ, რათა ირგვლივ მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. პროფესიულ სფეროში საჭირო ადამიანებს შეხვდებით და თქვენთვის  ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს გაიგებთ. შესაძლოა ლიდერებს შორის იყოთ, მაგრამ ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ  გარშემო მყოფებს თქვენდამი პრეტენზია არ გაუჩნდეთ. თავმდაბლობა და მოკრძალებულობა ადამიანს ნებისმიერ დროს ამშვენებს, რა მაღალ სოციალურ საფეხურზეც არ უნდა იყოს. პირად ცხოვრებაში შეიძლება რამდენიმე არასასიამოვნო სიტუაცია წარმოიშვას, რომელიც ნორმალურ ურთიერთობებში ხელს შეგიშლით, თუმცა ამ დაბრკოლებებს თქვენთვის დამახასიათებელი მონდომებითა და სიმტკიცით იოლად გადალახავთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მერწყული

ძველი კავშირების წყალობით კარგი შანსი მოგეცემათ, მთელი კვირის განმავლობაში დასახული  ყველა გეგმა განახორციელოთ. შეეცადეთ, წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ, ამისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო. ჩაერთეთ სულიერ განვითარებასა და თვითგანათლებაში. ოთხშაბათს ფრთხილად იყავით შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს, რათა არ მოტყუვდეთ. პარასკევს ჭკუითა და მჭევრმეტყველებით იბრწყინებთ და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემო მყოფებზე. შაბათ-კვირას ეცადეთ, პასუხისმგებლობა არ აიღოთ ისეთ საქმეებზე, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერი გააკეთეთ ოჯახში ჯანსაღი ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თევზები

ამ კვირაში შესაძლოა ბევრი შეხვედრა, კომუნიკაცია, სატელეფონო ზარი გქონდეთ. შეგიძლიათ შუამავალი გახდეთ მნიშვნელოვან საქმეში. ეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მოუსმინეთ ინტუიციის ხმას. ფინანსებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ, რაც მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეებში მუშაობა დიდ ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ნანატრი ოცნებაც აგიხდებათ. კვირის ბოლოს შეეცადეთ მეგობრებთან ერთად კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

 თამთა გურული

მსგავს თემაზე: რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close