საზოგადოებასაქართველო

რამდენი წელია სხვაობა სოფი ლორენის ვაჟსა და მის ქართველი შეყვარებულს შორის

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტის ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე შეკითხვას პასუხობს.

როგორც ის აღნიშნავს, მასა და კარლო პონტის შორის ასაკობრივი სხვაობა 22 წელია.

„22 წელია ჩვენს შორის სხვაობა. სხვათა შორის, ასეთივე სხვაობა იყო კარლოს მშობლებს შორისაც”, – წერს მარიამი.

ის კარლო პონტისთან პირველ შეხვედრასაც იხსენებს.

„კარლო რომ პირველად ჩამოვიდა, დავხვდი აეროპორტში და შესაბამისად აქ შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა. ძალიან ემოციური იყო”, – ამბობს მარიამი.

წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობს და მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებსაც უზიარებენ გამომწერებს.

მარიამმა ვიდეოსთან ერთად ემოციური სტატუსებიც გაგვიზიარა: „ჩემს რეალობაში იცი ყველაზე მეტად რა მიყვარს? ის, რომ ყველაფერი არაპროგნოზირებადია და დაუჯერებელი. სერიალივით ველოდები ყოველ ახალ დღეს. ბევრჯერ გამჩენია შეგრძნება, რომ ფილმში ვარ და ძალიან საინტერესო სცენარისტი ჰყავს ამ ამბავს… და ეს ფილმი პატარა მეოცნებე გოგოზეა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სიყვარულზე, შეცდომებზე, იმედგაცრუებაზე, საკუთარი თავის ძიებასა და კიდევ ბევრ რამეზე”.

fortuna.ge

შეგახსენებთ, რომ კარლო პონტიმ და მარიამმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ყველაფერი მარიამ შარმანაშვილის ფოტოზე დაწერილი კომპლიმენტის შემდეგ დაიწყო. წყვილს ურთიერთობა თითქმის 2 წელია აქვს, თუმცა დაოჯახების შემთხვევაში არცერთი მათგანისთვის ეს პირველი არ იქნება. კარლო პონტის პირველი ქორწინებიდან 2 შვილი – ვიტორიო და ბეატრისი ჰყავს, მარიამს კი – ერთი ვაჟი.

„ქართველი მერილინ მონრო… საქართველო საუკეთესოა!“ – სოფი ლორენის შვილს ქართველი გოგონა შეუყვარდა

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close