საფრანგეთის ქალაქ ანსის ევროპის პარკში თავდასხმა დილით მოხდა, სადაც სამ წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი მომვლელებთან ერთად სეირნობდა. სირიელმა თავშესაფრის მაძიებელმა ოთხი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაჭრა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანენის თქმით, დამნაშავე უსაფრთხოების ძალების სწრაფი რეაგირების წყალობით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი დაშავებული ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც შემთხვევას „აბსოლუტური სიმხდალის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ერი შოკირებულია.
Attaque d’une lâcheté absolue ce matin dans un parc à Annecy. Des enfants et un adulte sont entre la vie et la mort. La Nation est sous le choc. Nos pensées les accompagnent ainsi que leurs familles et les secours mobilisés.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 8, 2023
თავდასხმის მოტივებსა და დამატებით დეტალებზე ადგილობრივი პროკურატურა ჯერ კიდევ მუშაობს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი 30 წლის სირიელი მამაკაცია, რომელსაც შვედეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. იგი დანით იყო შეიარაღებული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები