ვიდეომსოფლიოარტისტი

ცნობილი ჰიტის, GIRL FROM IPANEMA-ს შემსრულებელი ბრაზილიელი მომღერალი ასტრუდ ჟილბერტუ გარდაიცვალა (ვიდეო)

83 წლის ასაკში ბრაზილიელი და ამერიკელი მომღერალი, ბოსა ნოვას ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი ასტრუდ ჟილბერტუ გარდაიცვალა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსმა და ასტრუდ ჟილბერტოს თანაავტორმა პოლ რიჩიმ დაწერა ასტრუდ ჟილბერტოს ვაჟის, მარსელუს თხოვნით. გავრცელებულ ინფორმაციაში გარდაცვალების მიზეზსი შესახებ არაფერია ნათქვამი.

ასტრუდ ჟილბერტუ 1940 წელს ბრაზილიის ქალაქ სალვადორში დაიბადა. დაბადებისას მისი სახელი და გვარი იყო ასტრუდ ევანჯელინა ვაინერტი ( Astrud Evangelina Weinert). 7 წლის ასაკში იგი ოჯახთან ერთად რიო დე ჟანეიროში გადასახლდა. 1959 წელს გოგონა ბოსა ნოვას სტილის ერთ-ერთ შემქმნელზე, ჟუან ჟილბერტუზე დაქორწინდა.

წყვილი 1963 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ერთობლივი ალბომი Getz/Gilberto გამოუშვა. ალბომში შესულმა სიმღერამ Girl from Ipanema, რომელიც მათ ნიუ-იორკის სტუდიაში ჩაწერეს,  ახალგაზრდა მომღერალს მსოფლიო პოპულარობა და „გრემი“ მოუტანა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ჩანაწერი“ (1964 წელს).

1965 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ქმართან განქორწინების შემდეგ, რომელიც ბრაზილიაში დაბრუნდა, ჟილბერტუმ სოლო ალბომი The Astrud Gilberto Album გამოუშვა, რომელიც კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.

1970-იან წლებში ასტრუდმა გამოუშვა ალბომები – Now და That Girl From Ipanema, რომლებშიც მთლიანად მისი კომპოზიციები შევიდა, თუმცა სადებიუტო სინგლის პოპულარობის გამეორება ვეღარ შეძლო. 1980 წელს მომღერალმა ჯგუფიც შექმნა, რომელშიც მისი ვაჟი, მარსელუც შედიოდა. კარიერის შემდგომ წლებში ასტრუდ ჟილბერტუ წერდა სიმღერებს, გამოდიოდა სატელევიზიო პროგრამებსა და რეკლამებში, ჯორჯ მაიკლთან ერთად ჩაწერა დუეტი «Desafinado» ჯორჯ მაიკლის ალბომისთვის «Ladies & Gentlemen» (1998). 2001 წელს ასტრუდ ჟილბერტომ სცენას დაემშვიდობა.

ასტრუდ ჟილბერტო ბოსა ნოვას სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია, თუმცა იგი, ასევე ასრულებდა, სიმღერებს სამბას, პოპის და ლათინო ჯაზის სტილში. მის ცნობილ სიმღერებს შორისაა: The Shadow of your Smile, It Might as well be Spring, Fly Me to the Moon, Agua de beber, Look to the Rainbow, Love Story და სხვ.

1992 წელს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასტრუდ ჟილბერტუმ Latin Jazz Usa-ს საპატიო ჯილდო მიიღო, 2002 წელს კი ლათინური მუსიკის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

მოუსმინეთ კიდევ ერთხელ და ისიამოვნეთ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close