ჰოროსკოპი

რომელ საათზე გვსტუმრობს ბედ-იღბლის ღვთაება დღე-ღამის განმავლობაში? – წარმატების საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ბუნებაში არის განსაკუთრებული დრო, როდესაც თითოეული ადამიანი განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და პროდუქტიულობით. თუ გინდათ, მეტად წარმატებული იყოთ, გაიგეთ, რომელიც თქვენი წარმატების საათები 24-საათიანი დღის ციკლში. ამის გაგება კი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის შესაძლებელი.

ვერძი

ვერძისთვის პროდუქტიულობის პიკი ღამის საათებზე მოდის. დღე-ღამის ამ მონაკვეთში ისინი ყველაზე კარგად აზროვნებენ, ბევრ ინფორმაციას იმახსოვრებენ ან გენიალური იდეები მოსდით თავში. ცეცხლის სტიქია მათ ასებს ენერგიით ავსებს და დილის 5 საათამდე აქტიურობაში ეხმარება. ეს პერიოდი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

კურო

საუკეთესო დრო ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის საათებია. ისინი ადრე დგებიან და თითქმის ყოველთვის მხნედ გრძნობენ თავს. მათი კომუნიკაბელურობა მაღალ დონეზეა და ეს პერიოდი საღამოს 19 საათამდე გრძელდება. გარიგებები და ხელშეკრულებები, რომლებსაც კუროს ნიშნის წარმომადგენლები დღის განმავლობაში დადებენ, კარგ შედეგს მოიტანს. აგრეთვე, წარმატების შანსი იზრდება, თუ კურო პაემანს დღის საათებში დანიშნავს.

ტყუპი

გაორებულ ნიშანს ბუნებამ წარმატებებისთვის დღის მეორე ნახევარი უბოძა. გემრიელი სადილის შემდეგ ტყუპისთვის მეორე სუნთქვა იხსნება, ისინი ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობენ, რომ მთების გადადგმა, უამრავი სამუშაოს გაკეთება შეუძლიათ. ასევე წარმატებული იქნება ამ პერიოდში საქმიანი მივლინებების შედეგი. ტყუპის ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღე-ღამეში საუკეთესო დროა 12-დან 17 საათამდე პერიოდი.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად საუკეთესო პერიოდი დილისა და საღამოს საათებია. მათი ქარიზმა ამ დროს ძლიერდება და ადამიანები უფრო ადვილად იჯერებენ მათ ნათქვამს. დილის 10 საათამდე ამ ნიშნის წარმომადგენლების დარწმუნების უნარი უმაღლეს დონეზეა. 21 საათის შემდეგ კი ისინი მშვიდობისმყოფელის როლს ირგებენ და სწრაფად პოულობენ გადაწყვეტილებებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

ლომი

12-დან 15 საათამდე ლომებს მონოტონური სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. დღის ამ მონაკვეთში გრძნობენ ისინი ძალების მოზღვავებას, უჩნდებათ განწყობა სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად, ამიტომ ცდილობენ, სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, რომ შემდეგ ბევრად უფრო სასარგებლო და საჭირო საქმე გააკეთონ. შუაღამისას კი შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაციის გაცნობა, სრულყოფაზე მუშაობა ან ხვალინდელი დღის სტრატეგიის შემუშავება.

ქალწული

დილის 8 საათიდან ქალწულების მოტივაცია მაღალ დონეზეა. მათი შრომისუნარიანობა საშუალებას აძლევთ, რომ ნებისმიერი სამუშაო შეასრულონ. სტრესის მიმართ მდგრადობის ბუნებისგან მინიჭებული უნარი ქალწულებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ გადაუჭრელ პრობლემას გაუმკლავდნენ და საკითხების მიმდინარეობა გააკონტროლონ. დილის საათებში ქალწულები უფრო დეტალურად და ზუსტად ხედავენ ყველაფერს, შესაბამისად, სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებენ და სამუშაოსაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ.

სასწორი

მათი სამუშაო პროდუქტიულობა დღის 12 საათიდან იწყება და გვიან ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს. მათ შეუძლიათ, შუადღემდე იძინონ, ძალები მოაგროვონ, სამაგიეროდ, მზად არიან ღამით თავდაუზოგავად იმუშაონ დილის 3-4 საათამდე ან უფრო გვიანობამდეც კი.

მორიელი

მორიელებს დღის 12 საათამდე შეუძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტა, გეგმის შედგენა უახლოესი მომავლისთვის. შუადღის შემდეგ ცოტა ხანი სჭირდებათ დასვენებისა და კონცენტრირებისთვის. მცირე დასვენების შემდეგ კვლავ საქმიანობაში ერთვებიან და მაქსიმუმ 21 საათამდე შრომისუნარიანობას ინარჩუნებენ. ისინი ადრე იძინებენ, სამაგიეროდ, ადრე დგებიან და დილიდანვე მზად არიან საქმიანობის დასაწყებად.

მშვილდოსანი

დილის 6 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე მშვილდოსნებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა სამუშაოს მაღალ დონეზე შესასრულებლად. ეს მათ ხელს არ უშლით, დრო საკუთარ პერსონას დაუთმონ. ამ პერიოდში ისინი განვითარების ახალ მეთოდებზე ზრუნავენ. ყველაფერს, რასაც მშვილდოსნები ამ პერიოდში აკეთებენ, სარგებელი მოაქვს.

თხის რქა

მზის პირველივე სხივებიდან ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარი აქტიურობა უჩნდება და ამით სხვების დამუხტვასაც ცდილობენ. მზის ჩასვლამდე მზად არიან, უამრავი საქმე გააკეთონ. დილის 5 საათიდან ღამის 21 საათამდე აქტიურობის პიკი აქვთ, ამის გამო ავიწყდებათ, რომ არსებობს დასვენება. ამიტომ თხის რქები იმდენად იფიტებიან დღის ბოლოს, რომ თავს დათრგუნულად გრძნობენ.

მერწყული

მერწყულებს გამჭრიახობის დრო სადილის შემდეგ ეწყებათ. ისინი საკუთარი იდეების წამოყენებას, გეგმების შედგენას და სტრატეგიების აწყობას იწყებენ. მათი ენამახვილობაც იზრდება, ამიტომ მათთან ურთიერთობა ბევრად საინტერესო და მომხიბლავი ხდება. მერწყულების აქტიურობა ასე 22-23 საათამდე გრძელდება. შემდეგ ძალების აღდგენას იწყებენ და დილისთვის უკვე ახალი განწყობით არიან მზად მუშაობისთვის.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები არაფერს გააკეთებენ, სანამ მთელი დღის დეტალურ გეგმას არ შეადგენენ. დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე მათთვის საუკეთესო დროა საოჯახო საქმეების, მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისა და შეხვედრების ჩასატარებლად. დატვირთული გრაფიკის შემდეგ თევზები ძალების აღდგენას დიდხანს უნდებიან, ამიტომ ხანდახან საწოლში შუადღემდე ნებივრობენ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close