იტალიასაზოგადოება

რომში, მრავალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა

რომში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე პირი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რომის გარეუბანში რვასართულიან შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლი თავდაპირველად სამშენებლო მასალებს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ ყველა სართულზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ჯგუფი, რომელთაც ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close