მსოფლიოსაზოგადოება

ეს­პა­ნეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლ ტემ­პე­რა­ტუ­რას ელიან – ევროპის ქვეყნებში ცხელი ზაფხულისთვის ემზადებიან (ვიდეო)

სამხრეთ ევროპა ძლიერი გვალვების პრობლემის წინაშე დგას. გვალვების მძლავრი ტალღა მოსალოდნელია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, განსაკუთრებით ესპანეთში, სადაც სოფლის მეურნეობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

Skynews-ი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში შე­საძ­ლოა 40 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წლის რე­კორ­დი – 37.4 გრა­დუ­სი მო­იხ­სნე­ბა.

კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მეც­ნი­ე­რე­ბი 60%-ზე მეტ ალ­ბა­თო­ბას პროგნოზირებენ, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ამე­რი­კა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტომ­დე.

Bloomberg-ი წერს, რომ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ის­ტო­რი­ულ ნორ­მებს აჭარ­ბებს, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მო­სა­ვალს და ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს.

„ასე­თი პროგ­ნო­ზი აქამ­დე არას­დროს მი­ნა­ხავს. არა­სო­დეს“, – და­წე­რა NASA-ს კლი­მა­ტო­ლოგ­მა რა­ი­ან სტა­უ­ფერ­მა და დას­ძი­ნა, რომ კლი­მა­ტის ცვლილებების შე­დე­გე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close