იტალიასაზოგადოება

იტალიაში ტურისტებით სავსე კატერი ჩაიძირა, დაიღუპა ოთხი ადამიანი (ვიდეო)

ჩრდილოეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაზე, ქალაქ სესტო კალენდესა (Varese)  და არონას (Novara) შორის კატერის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ბიბისი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევის დროს კატერზე 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ტურისტებიც, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

კატერი ძლიერი ქარის გამო ჩაიძირა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი წყალში აღმოჩნდა, მაგრამ ბევრმა მოახერხა ნაპირამდე გაცურვა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა შორის არიან იტალიის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close